წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზოგადო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამნი _ VI ჟამნი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, კვირის „ღამისთევის“ მსახურება შეერთებული „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურებასთან.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა I).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV, იხ. რიგზედ, ძვ. სტ. 19 აგვისტო).
- მოწამისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ დღესასწაულისა: „რაჟამს მიიცვალე...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ხმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის.
ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულებაი დაიმარხე...“ (ხმა I) – 1-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი...“ - 2-გზის (ხმა I).
„დიდება“ ტროპარი მოწამისა: „ქვეყნიერი წესი დიდებისა...“ (ხმა IV).
„აწ და“ ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულებაი დაიმარხე...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ ნეტარარიანი _ მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ხმა I).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ხმა I).
მუხლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. X. ინ. 66 დას. XXI, 1-14.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
III კანონი დღესასწაულის მე-2 კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, თვით დღესასწაულში იძიე).
IV კანონი მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
_ კატავასია - „პირად-პირადად შემკობილმან“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა II, თვით დღესასწაულის განგებაში იძიე).
- კონდაკი მოწამისა: „წინაშე უფლისა ჰსდგა შენ...“ (ხმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროი ბრძმედსა...“ (ხმა I).
„დიდება, აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა: „გუნდნი საღმრთოთა..“ (ხმა I, იხ. რიგზედ, ძვ. სტ. 19 აგვისტო).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა I).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (X).
„დიდება“ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „მოციქულნი კიდეთაგან...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა I).
- დღესასწაულისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. რიგზედ, „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლები „დიდების“ მუხლითურთ).
„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (X).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
I და VI ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და დღესასწაულისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III და IX ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და მოწამისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- დღესასწაულის ორივე კანონის V გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა;
- დღესასწაულისა;
- მოწამისა.
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - მოწამისა.
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა;
- დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა.
კონდაკები: - აღდგომისა.
- ტაძრისა.
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა
წარდგომა და ალილუია - აღდგომისა (ხმისა) და მოწამისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოწამისა.
განიცადე: კვირისა და მოწამისა
წარდგომა (ხმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ“.
მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“.
წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ხმა I): „ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე“.
მუხლი: „განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითისთანა და ნათესავისა მისისათანა უკუნისამდე“.
ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზთა მიცვალებაი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი...“.