უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (მა I) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება VI მაზე).

_ უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა IV).

- წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი.

დიდება აწ და დღესასწაულისა: შენსა უკუდავსა დაძინებასა... (მა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით)(მა VI).

დიდება, აწ და მისივე: რაჟამს-იგი მიცვალება... (მა VI).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

ტროპარი წინასწარმეტყველისა: წინასწარმეტყუელისა შენისა...“ (მა II).

„დიდება, „აწ და დღესასწაულისა შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I) 2-გზის.

„დიდება წინასწარმეტყველისა: წინასწარმეტყუელისა შენისა...“ (მა II).

„აწ და დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიოლოიებისა: დღესასწაულისა.

„დიდება, აწ და - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - წინასწარმეტყველისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ წინასწარმეტყველის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი: „უგალობდით უფალსა....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი წინასწარმეტყველისა: ვითარცა მრავალპატიოსანი... (მა VIII).

- წარდგომა წინასწარმეტყველისა: იქმენ, უბიწოო, სადგურ... (მა IV).

დიდება, აწ და დღესასწაულისა: შობასა შენსა წინა-უძღოდა... (მა III).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (მა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი წინასწარმეტყველისა: ღმრთისა სიბრძნე დაემკვიდრა... (მა V).

„დიდება აწ და - დღესასწაულისა: მოციქულნი კიდეთაგან შემოკერბით....

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

დიდება, „აწ დაშენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო....

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

დიდება“, აწ და“ მისივე: შემოვკრბეთ აწ ყოველნი...“ (მა II).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1-გზის.

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყუელისა შენისა...“ (მა II).

„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: შობასა ქალწულება...“ (მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 6 მუხლად:

- დღესასწაულის VI გალობის I და II კანონებიდან 6 მუხლი (ძლისპირით) თავისი დიდება, აწ და-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დღესასწაულისა;

- წინასწარმეტყველისა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - წინასწარმეტყველისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- წინასწარმეტყველისა;

კონდაკები: „დიდება“ - წინასწარმეტყველისა;

„აწ და“- დღესასწაულისა;

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- წინასწარმეტყველისა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - წინასწარმეტყველისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

წარდგომა (მა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა.

მუხლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.

წარდგომა (მა IV): „შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

ალილუია (მა II): „აღდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი“.

მუხლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხყოს იგი.

ალილუია (მა V): „მოსე და აჰრონ მღვდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“.

განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ.

განიცადე: სასენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ანგელოზთა მიცვალება... და IX გალობის ძლისპირი: ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი....