უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურებასთან.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება V მაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულის 3 მუხლი (მა IV).

- ღირსისა - 3 მუხლი (მა VI).

დიდება, აწ და დღესასწაულისა: მოვედით, ყოველნი მორწმუნენი... (მა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებელნი: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

დიდებაღირსისა: რამე სახელ-გდვათ შენ... (მა VIII).

აწ და დღესასწაულისა: დღეს გუნდნი ქალწულებრივნი... (მა VIII).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ... (მა I).

„დიდება „აწდა დღესასწაულისა შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I) 2-გზის.

„დიდება ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ... (მა I).

„აწ და დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება, აწ და იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია დღესასწაულისა: პირად-პირადად შემკობილმან....

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: სიწმიდისა სულისათა... (მა II) (საზოგადო).

- წარდგომა ღირსისა: მოღუაწებისა ზეთითა... (მა VIII).

„დიდება, აწ და დღესასწაულისა: ვითარცა რა ვარსკულავი... (მა IV).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (მა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა: იწრო გზა... (მა V).

„დიდება, აწ და დღესასწაულისა: ,ჰოი, საიდუმლოთა შენთა....

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა II) (იხ. აღვივსენითსა ზედა დასდებელნი).

- ღირსისა - 3 მუხლი (მა VI).

დიდება ღირსისა: ღირსო მამაო, საწადელო... (მა VII).

აწ და დღესასწაულისა: გუნდნი ზეცისანი... (იხ. აღვივსენითსა ზედა დასდებელნი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ... (მა I).

„დიდება„აწ და დღესასწაულისა: შობასა ქალწულება დაიმარხე...“ (მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად:

- დღესასწაულის VII გალობიდან 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსის VI გალობებიდან - 4 მუხლი თავისი დიდება, აწ და-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დღესასწაულისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება - ღირსისა;

„აწ და - დღესასწაულის.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - „დიდება~ - ღირსისა;

„აწ და - დღესასწაულისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება - ღირსისა;

„აწ და - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

წარდგომა (მა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა.

მუხლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.

წარდგომა (მა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი“.

ალილუია (მა II): „აღდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი“.

მუხლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხყოს იგი.

ალილუია (მა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ.

განიცადე: სასენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ანგელოზთა მიცვალება... და IX გალობის ძლისპირი: ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი....