6 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა ძმებს კარბელაშვილებს მოიხსენიებს: წმინდა მოწამეებს პეტრესა და ანდრიას, წმინდა აღმსარებელ სტეფანეს, პოლიევქტოსსა და ფილიმონს. ხუთმა ძმამ, ხუთმა სასულიერო პირმა, უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ კულტურას, ქართული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და ნოტებზე გადატანის საქმეს. მგალობელმა ძმებმა საკუთარი კარბელაანთ (ქართ-კახური) კილოც დაამკვიდრეს ქართულ საეკლესიო გალობაში. წმინდა ძმები კარბელაშვილები სახელი ასოცირდება სამართლიანობისათვის, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან. ასევე ერის ღირსების დაცვასთან, ქართული კულტურის იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან.