წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის განგებიდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა I).
- ხატისა - 3 მუხლი:
„განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული საკჳრველი ხატი ღმრთისა დედისაჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ, ჭირთა და მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა განმანათლებელი“.
„შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“.
„ჰოი ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა დედისაჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა განგუანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“.
„დიდება“ ხატისა: „ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ შენისა; გვექმენ მჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა შენისა მიმართ, გჳჴსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რაჲთა მარადის გიგალობდეთ შენ სიხარულით: გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუნეთად განმღებელო“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „უღირდა მხედველთა...“ (ხმა I).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ხატისა: „მოვედით ყოველნი მონაზონნი და საერონიცა, რაჲთა ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ უღელვოდ ღელვათა ზედა მცურვალი ხატი ცეცხლისა სუეტითა შემოსილი განვიდა ნიკიით ათონად, პონტოჲსა ზღჳთა და მოსლვითა თჳსითა მადლი იგი თჳსი მორწმუნეთა მიანიჭა, ხოლო ჩუენცა განათლებულნი წყალობისა მისისა შარავანდედითა, შუამდგომელსა ცხორებისა ჩუენისასა ვნატრიდეთ“ (ხმა V).
„აწ და“ დღესასწაულისა: „არწმუნებს ყოველთა...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი...“ (ხმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი...“ (ხმა I) 2-გზის.
„დიდება“ ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ხატისა.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ხატისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია დღესასწაულისა: „პირად-პირადად შემკობილმან...“.
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII.
- ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს“.
- „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქებაჲ ესე, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო“.
- „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად ჰშევ საკჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრებაჲ, რაჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა“.
- „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„დიდება“ – „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა“.
„აწ და“ – „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რა-ჟამს დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი“.
გალობაი III. განძლიერდასა.
- ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე“.
- „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან“.
- „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისა“.
- „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან“.
„დიდება“ – „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვაჲ მთხოველსა, რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო“.
„აწ და“ – „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფროჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი ხატისა:
- კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთისმშო-ბელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან“.
- იკოსი: „იხილა რაჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“.
- წარდგომა ხატისა: „მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგჳწოდებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხილვად თჳსისა ცეცხლმნთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „გუნდნი საღმრთოთა...“
გალობაი IV. უფალო მესმასა.
- ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე“.
- „განამზადებდა რაჲ გზათა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალებაჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა“.
- „ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის-ჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მოიჴსენე, დედოფალო, რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო“.
- „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანისვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“.
„დიდება“ – „ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინ-დების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკჳრველი ესე პირი ხატისაჲ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“.
„აწ და“ – „შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა“.
გალობაი V. ღამითგანსა.
- ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“.
- „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსოჲსა შენისა, რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო“.
- „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა“.
- „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი, ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“.
„დიდება“ – „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარულითა ამბორს-უყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშჳდობაჲ და დაგჳფარენ ჩუენ, რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით“.
„აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა“.
გალობაი VI. ღაღადყავსა.
- ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო“.
- „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოება“.
- „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთმსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“.
- „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“.
„დიდება“ – „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათაჲსა, რაჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა“.
„აწ და“ – „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიერად მოჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნოჲსა სიტყჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ხმა II).
გალობაი VII. კურთხეულარსა.
- ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.
- „ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან, მჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთოჲსა რისხჳსა, რაჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.
- „საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველსა შინა ქუეყანასა“.
- „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკჳდრა უფალი, სამყაროსა ცისასა, რომლისაგან აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
„დიდება” – „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.
„აწ და” – „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.
გალობაი VIII. აკურთხევდითსა.
- ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.
- „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“.
- „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთაჲ, გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მიიღე აწცა ჩემმიერისა უწმიდისაგან მორთმეული ესე ქება“.
- „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივერონელნო, აღამაღლებდით ყოველი ქუეყანაჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკჳრველებათასა აღმოაცენებს საკჳრველთმოქმედითა ხატითა თჳსითა, ამისთჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“.
„დიდება“ – „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ უკუნისამდე“.
„აწ და“ – „არა არს საზომი სივრცისაჲ, სიღრმისაჲ ანუ სიმაღლისაჲ, სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნაჲ მარჯუენისა შენისაჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობაი IX. ადიდებდითსა.
- ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.
- „სიღრმე საიდუმლოჲსა შობისა შენისაჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთაჲ იოტებს, რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ“.
- „მოვედით ყოველნი, თაყუანის-ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედაჲ ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვაჲ-ჰყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთჳს აღთქუმაჲ მოწყალებათაჲ, გამოცხადებითა საკჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა“.
- „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასჴმაჲ უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რაჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე“.
„დიდება“ – „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნისა ჩუენისასა“.
„აწ და“ – „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ არს ღირსად გალობად ენაჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისაჲთა უდიდებულესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრებაჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ხატისა: „ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რაჲ გაბრიელ წიაღთა შინა თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოციქულნი შემოკერბით...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები ჩასართავების გარეშე).
- ხატისა - 3 მუხლი.
- „ჵ, გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რაჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას“.
- „ჵ, შენსა, დედოფალო, ჩუენთჳს განგებულებასა, რამეთუ მოგჳვლენ ჩუენ საკჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა ჩუენისასა, ამისთჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა საკჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ“.
- „ჵ, ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარ ცეცხლმტჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ ზღჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივისმცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართა აღვავლენთ დიდებასა“.
„დიდება“ ხატისა: აღმასრულებელი ბრძანებათა შენთაჲ, ღმრთისა დედაო, ღირსი გაბრიილ ფერხითა დაულტოლველითა ვიდოდა წყალსა ზედა ზღჳსათა და მიიქუა რაჲ წმიდაჲ ხატი შენი, განაწყო გუნდნი და დღესასწაული მმარხუელთა თანა ათონისაჲთა განაწესა, რომლითა ჩუენცა განკჳრვებულნი ვუღაღადებთ პირველ მიზეზსა: დიდებაჲ შენდა, მოქმედო საკჳრველებისაო, მხოლოო მეუფეო და ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა დაიცევ ერი ჩუენი, რომელი გამოირჩიე და ძლევაჲ მტერთა ზედა მიჰმადლე მას, ვითარცა ყოვლად ძლიერმან“.
„აწ და“ დღესასწაულისა: „შემოვკრბეთ აწ...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ხატისა: „წმიდისაგან ხატისა შენისა...“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „შობასა ქალწულებაი...“ (ხმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ხატისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა და ხატისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის I და II კანონის VIII გალობიდან - 4 მუხლი.
- ხატის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დღესასწაულისა;
- ხატისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ხატისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ხატისა.
კონდაკები: „დიდება“ - ხატისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ხატისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ხატისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ხატისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (დღესასწაულისა და ხატისა ემთხვევა ერთმანეთს).
მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
ალილუია (ხმა II): „აღსდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმინდისა შენისა“.
მუხლი: „ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა თვისითა“.
ალილუია (ხმა II): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“ (დღესასწაულისა და ხატისა ემთხვევა ერთმანეთს).
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზთა მიცვალებაი...“ და IX გალობის ძლისპირი: „ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი...“.