1 კორ. 141 დას. IX, 2-12
სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ. ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს. არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებჲ ჭამად და სუმად? არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ? ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის? ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა. ნუუკუე ჴართაჲ რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა? არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, - შეკრებაჲ სასოებით. უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ? უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა.
მთ. 77 დას. XVIII, 23-35
ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც. შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი. ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.