საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამარალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-15.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
ღირსისა - 6 მუხლი (ხმა V).
„დიდება“ - მისივე: „შენ მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის....“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ - მისივე: „რაიმე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ღირსისა: „მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა კეთილად მოქალაქედ უდაბნოისა გამოსჩნდი და სასწაულთმოქმედებისა ნიჭითა შეიმკვე ღმრთისაგან. მას ევედრე, ღირსო მამაო, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით პატივისმცემელთათვის ხსენებისა შენისათა“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ხმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი ღირსისა: „მარხვითა, მღვიძარებითა...“ (ხმა I) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა – ღირსისა - 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII) - 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ – მისივე: „იტვირთე წიაღთა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სურვილითა ქრისტესითა სიყრმით შენითგან ძლიერად იღუაწე და უხორცოთა ძალთა ცხორებისა მობაძავ იქმენ, სერაპიონ, ღირსო მამაო, ვინა სასწაულთა ქმნისა ნიჭითა იდიდე ღმრთისაგან და კადნიერება მეოხებისა მოიპოვე წინაშე მისა, ევედრე მას, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი“ (ხმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „ქებით აღესრულების...“ - 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ – მისივე: „კიდობანსა მას წმიდასა...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი:
„დიდება“ – ღირსისა: „ღირსო მამაო საწადელო...“.
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“ (იხ. III ჟამის ღმრთისმშობლისა).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „მარხვითა, მღვიძარებითა...“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ხმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა.
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...”.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა: (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.