საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან (ძვ. სტ. 11 ივნისი) და საზიარო თვენიდან (მოციქულისა).
შენიშვნა: ძვ. სტ. 11 ივნისს მოციქულთა ბართლომეს და ბარნაბას ხსენებაა. აქედან მხოლოდ მოც. ბართლომეს საკითხავებს გამოვარჩევთ. საზიარო თვენის საკითხავები კი უნდა გამოვიყენოთ როგორც მოც. ბართლომესთვის, ასევე მოც. ტიტესთვის, ტიპიკონის მოთხოვნით, შესაბამისი სახელის მოხსენიებით.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა (წმ. სერაპიონისა).
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- მოც. ბართლომესი - 3 მუხლი (ხმა IV, იხ. ძვ. სტ. 11 ივნისი));
- მოც. ტიტესი - 3 მუხლი (ხმა I, საზიარო თვენიდან);
„დიდება“ მოც. ბართლომესი: „იქმენ ბართლომე ყოვლად-ბრძენო.....“
შენიშვნა: რადგან არც 11 ივნისის საკითხავში და არც საზიარო თვენში „დიდების“ მუხლი არ წერია, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა ერთ-ერთი დასდებელი შეგვიძლია გამოვიყენოთ „დიდების“ მუხლად.
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა, პარაკლიტონიდან - 3 მუხლი.
შენიშვნა: ტიპიკონის მოთხოვნით მოწამეთა მუხლები უნდა წავიკითხოთ „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან, მაგრამ ხშირად აქ მოცემულია სამეუფო დასდებლები; „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში მოწამეთა საკმარისი მუხლებია, ამიტომ სწორედ ამ დასდებლებს წავიკიითხავთ.
ჩასართავები - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მოც. ტიტესი: „ვითარცა მზისთუალმან...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვახმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „წმიდაო ქალწულო...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო ბართლომე და ტიტე...“ (ხმა III)
შენიშვნა: ტროპარი მრავლობით რიცხვში ვთქვათ და ორივე მოციქული მოვიხსენიოთ.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ხმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ჴმაზე).
ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო ბართლომე და ტიტე...“ (ხმა III) .- 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – მოც. ბართლომესი - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, ძვ. სტ. 11 ივნისი).
II კანონი – მოც. ტიტესი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (პარაკლიტონიდან, ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი პარაკლიტონიდან.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოც. ტიტესი: „პავლეს თანა მზრახველად...“ (ხმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოც. ბართლომესი: „სამჭედურითა სიტყვისათა...“ (ხმა VIII, იხ. ძვ. სტ. 11 ივნისი).
„დიდება“ - წარდგომა მოც. ტიტესი: „სიტყუათა წმიდათა...“ (წარდგომა შემდგომად III გალობისა).
„აწ და“ მისივე: „ესაია პირველვე...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოც. ბართლომესი: „იხილვე დიდად მზედ...“ (ხმა IV).
- იკოსი მოც. ბართლომესი: „ვითარცა ცა დიდებისა...“ (ხმა IV, ძვ. სტ. 11 ივნისი).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოც ბართლომესი. „მოწაფესა სიტყვისასა...“ (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ განმანათლებელი შაბათისა (პარაკლიტონდან).
„აწ და“ მისივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო,...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ – მისივე (პარაკლიტონიდან).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო ბართლომე და ტიტე...“ (ხმა III)
„დიდება, აწ და“ - ღმრთისმშობლისა, განსატევებელი ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე” (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „წინასწარმეტყველთა გქადაგეს...“ (ხმა III).
ჟამებზე:
_ ტროპარი _ მოციქულთა.
კონდაკები – მოც. ბართლომესი და მოც. ტიტესი მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად, პარაკლიტონიდან.
შესვლად:
ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - ტაძრისა;
_ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
_ მოციქულთა.
კონდაკები: _ ტაძრისა;
_ მოც. ბართლომესი;
- მოც. ტიტესი;
_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.
ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: _ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
_ მოციქულთა.
კონდაკები: _ მოც. ბართლომესი;
_ მოც. ტიტესი;
_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
_ „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – მოციქულთა და დღისა (შაბათისა).
სამოციქულო და სახარება – მოციქულთა და დღისა (რიგისა).
წარდგომა (ხმა VIII): ,,ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხეობს სამყარო“.
წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია(ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა.“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.