უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: სამოციქულოში, მოწამეთა ადრიანე და ნატალიას განგებაში, მითითებულია ეფესელთა, 233 დას.

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

შენიშვნა: მოწამეთა საზიარო განგების ნაცვლად ავიღოთ საზიარო მოწამისა და საკითხავები მრავლობით რიცხვში გადავიყვანოთ.

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული მცირე წმიდის (I რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (მა II).

- აღმოსავლური - 3 მუხლი.

- მოწამეთა - 4 მუხლი (მა IV).

დიდება მოწამეთა: გაქუთ თქუენ...“ (მა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე სჯულთა...“ (მა II).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

დიდებამოწამეთა: მარტვილთა გვირგვინითა..“ (მა VIII).

„აწ და ღმრთისმშობლისა აღდგომისა (დიდების ხმის მიხედვით): უსძლოო ქალწულო... (მა VIII).

შენიშვნა: რადგან საზოგადო თვენის სხვადასხვა რედაქციაში ერთიდაიმავე საკითხავს სხვადასხვა ხმა აქვს მითითებული, მედავითნემ უნდა დაიცვას ტიპიკონის მოთხოვნა, ღმრთისმშობლისას დიდების ხმის მიხედვით გამორჩევისას.

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: რაჟამს შთახედ საფლავად... - 2-გზის (მა II).

„დიდება ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა... (მა IV).

„აწ და ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან... (მა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება აწ და - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის აწ და-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.

_ ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.

_ აღდგომის ტროპარები: გუნდნი ანგელოზთანი... ჰოი მოწაფენო... და ა.შ

_ იპაკო (მა II).

_ ანტიფონები (მა II).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ (მა II).

მული: უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-11, ინ. 67 დას. XXI, 15-25..

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- აღჰსდგა რა იესო საფლავით...

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 3 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმშობლისა - 3 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - ჯვარი დასახა მოსე.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: დედაკაცისა ღმრთივგანბრძნობილისა... (მა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მოწამეთა: ვითარცა ოქროი ბრძმედსა... (მა I).

დიდება, აწ და მისივე: შემწე შეუწევნელთა...

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (მა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (XI).

დიდება „განმანათლებელი მოწამეთა: რომელი ღუაწლთა მიერ... (მა VIII)

აწ და ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (XI).

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - აღდგომისა - 8 მუხლი (მა II).

დიდება გერი (ათერთმეტთაგანი) (XI).

აწ დაუმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა II) და მოწამეთა.

_ კონდაკები: აღდგომისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,

- მოწამეთა კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, დიდება აწ და- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება - მოწამეთა.

„აწ დასასოო და შესავედრებელო...

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - აღდგომისა.

„დიდება - მოწამეთა.

„აწ და - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა.

- მოწამეთა.

კონდაკები: - აღდგომისა.

- ტაძრისა.

„დიდება - მოწამეთა;

„აწ დასასოო და შესავედრებელო...

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოწამეთა.

განიცადე _ კვირისა და მოწამეთა.

წარდგომა (ხმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ“.

მუხლი: „სწავლით განმსწავა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე“.

წარდგომა (მა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“.

ალილუია (ხმა II): შეისმინენ შენნი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი“.

მუხლი: „უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსა გხადოდით შენ“.

ალილუია (მა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან ისნა იგინი.

განიცადე: აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა.