უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი: აღდგომისა (მა I) და მოწამეთა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება II მაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (მა II).

- ღირსისა - 3 მუხლი (მა V).

დიდება ღირსისა: შენ, მონაზონთა სიქადულო,... (მა VIII).

აწ და ღმრთისმშობლისა რვა ხმათა (დღისა და დიდების ხმის მიხედვით): გაბრიელ მთავარანგელოზისა მასა შევსწირვიდეთ... (მა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- შენდამი აღვიხილენ თუალნი...

- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ....

დიდება ღირსისა: რამე სახელ-გდვათ, ნეტარო... (მა VIII).

აწ და ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა (დღისა და დიდების ხმის მიხედვით): გაბრიელ მთავარანგელოზისა მასა შევსწირვიდეთ... (მა VIII).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა უდაბნო... (მა VIII).

„დიდება, „აწ და - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ უმცირესთაგანი (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): გიხაროდენ, რომელმან მთავარანგელოზისა... (მა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება III მაზე).

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა უდაბნო... 2-გზის (მა VIII).

„დიდება, „აწ და - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ უმცირესთაგანი (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): გიხაროდენ, რომელმან მთავარანგელოზისა... (მა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები _ არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება, აწ და - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი - „უფალსა უგალობდით....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: მოღუაწებისა ზეთითა... (მა VIII).

დიდება, აწ და - იგივე.

_ შემდგომად ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: ბრწყინვალეთა შენთა ღუაწლთა... (მა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა): ღირს არსი.

_ „განმანათლებელი შვიდეულის დღისა.

„დიდება ღირსისა: იწრო გზა მოღვაწებისა....

აწ და შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

დიდება, აწ და - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო,....

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო....

- „და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა....

„დიდება, „აწ და - ღმრთისმშობლისა მისივე (მა II).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1-გზის.

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა უდაბნო... (მა VIII).

„დიდება, აწ და - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ უმცირესთაგანიკეთილ არსზე (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): გიხაროდენ, ბჭეო მეუფისა დიდებისაო... (მა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა....

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დღისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - დღისა;

- ღირსისა;

- „დიდებაწმიდათა თანა განუსვენე...;

- „აწ და - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - დღისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - დღისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა;

- „დიდებაწმიდათა თანა განუსვენე...;

- „აწ დასასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო....

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

წარდგომა (მა IV): „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“.

მუხლი: აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განდიდენ ფრიად“.

წარდგომა (მა IV): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი“.

ალილუია (მა V): აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (მა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“.

განიცადე: სასენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.