საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამისა და მღვდელთმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა III).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- მოწამისა - 3 მუხლი (მოწამის საზიაროთაგან).
- ღირსისა მღვდელთმთავრისა _ 3 მუხლი (მღვდელთმთავრის საზიაროთაგან).
„დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ხმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ხმა III).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი და იშვებდინ..“ - 1-გზის (ხმა III).
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ხმა IV);
„დიდება“ ტროპარი ღირსისა მღვდელთმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV);
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წმიდის „ტროპრის“ ხმის მიხედვით): „რომელმან საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
_ იპაკო (ხმა III).
_ ანტიფონები (ხმა III).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას „ (ხმა III).
მუხლი: „უგალობით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“
_ საცისკრო სახარება: - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
III კანონი მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი მღვდელთმთავრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „ჯვარი დასახა მოსე
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „კუერთხითა წმიდაო...“ (ხმა III).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო...“ (ხმა I).
„დიდება“ წარდგომა მღვდელთმთავრისა: „საღმრთოი ნათელი...“ (ხმა III).
„აწ და“ - მისივე: „დამნთქა ვნებათა ბნელმან...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I).
„დიდება“ „განმანათლებელი“ მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ (ხმა VIII);
„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (I).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები აღდგომისა 8 მუხლად (აღდგომის ჩასართავები ორი)
„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (I) (პარაკლიტონიდან).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
I და VI ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და მოწამისა.
III და IX ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და ღირსი მღვდელთმთავრისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - მიმდინარე ხმისა - 8 მუხლი (პარაკლიტონიდან).
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- მოწამისა;
- ღირსი მღვდელთმთავრისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: შესაძლებელია „აწ და“-ზე აღდგომის კონდაკი წავიკითხოთ.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა;
- ღირსისა მღვდელთმთავრისა;
კონდაკები: - აღდგომისა.
„დიდება“ _ მოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მოწამისა;
- ღირსისა მღვდელთმთავრისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა და ალილუია - აღდგომისა (ხმისა) და მოწამისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოწამისა.
განიცადე _ კვირისა და მოწამისა.
წარდგომა (ხმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
წარდგომა (ხმა VII): „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეთ მას“.
ალილუია (ხმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.
მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“.
ალილუია: (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და, ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქება“.