უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და დეკანოზ მიქაელ გალდავას მიერ შედგენილი წმ. ილია მართლის დაუჯდომლის მიხედვით.

კვირის ციკლისა - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანი (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - წინამორბედისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- წინამორბედისა - 3 მუხლი (მა IV).

- მართლისა - 3 მუხლი:

დაუვალისა მის უქმნელისა მნათობისა ქადაგად აღმოცისკრებულო ვარსკვლავო და ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიერ მომადლებულსა ნეტარებასა მიმთხვეულო, რომელმან ახოვანითა მით მღვიძარებითა შენითა ჩვენ, უდებთა და საწყალობელთა, სულიერი იგი ძილი წარმწყმედელი განაფრთხე და გონებითნი საცნობელნი განგვიბრწყინვე, აწცა შეგვაწყნარე დამბადებელისა სახიერებასა, რათა ღმრთისა წმიდათა ძალისაებრ ჩვენისა მაქებელნი შენ, დაუღამებელისა მის ნათლისა მეტრფესა, მარადის გიგალობდეთ“.

სიკვდილითა სიკვდილისა მძლეველისა მობაძავო და მამულისა შენისა საკურთხეველისა წინაშე წარმდგარო ტარიგო პატიოსანო, ფრიადითა მით მღვიძარებითა და სისხლისა შენისა დათხევითა წმიდათა და მართალთა თანა მითვალულსა ესრეთ გადიდებთ“.

საღმრთოჲთა მით ბეჭდითა ნიშანდებულმან და სულისა წმიდისა მიერ მადლითა მით ცხოველითა აღბეჭდულმან, მამულისა შენისა ხატებისა ტრფიალებაჲ ყრმობითგანვე შეისაკუთრე, ჰხმობდი რაჲ ესრეთ ცათა მიმართ: ალილუია“.

დიდება წინამორბედისა: კვალად იროდია... (მა VI).

აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (დიდების“ ხმის მიხედვით):ვინ არა გნატრიდეს...“ (მა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მართლისა (თავისი ჩასართავებით).

იბერიისა სიყვარულითა მოტყინარეო და აღტრფობილო, მაცხოვნებელისა მთესვარისა მარცვალი ლხინებული აწ გამოგვიბრწყინვებ სულიერისა ნაყოფისა უხვებასა და ჩვენცა, სიხარულითა მით სიმშ დისაჲთა აღვსებულნი, გიღაღადებთ შენ.

ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

მრთელისა და მართლისა მეცნიერებისა წიაღთაგან მოწევნულსა ხმოვანებასა, რომლისა მეტყველებაჲცა ზეცად აღიწევის, უხრწნელისა საუნჯისა მეძიებელნი თანამეხმე ვექმნნეთ, მორწმუნენო: ალილუია.

ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს.

შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მისითა ძილისაგან განკრთომილო, აწმყოჲსა მაჯისცემისა მოყურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტელო, ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალილუია.

დიდება წინამორბედისა: შობა უსჯულო... (მა IV).

აწ და ღმრთისმშობლისა აღდგომის (დიდების“ ხმის მიხედვით):მოხედენ ვედრებასა...“ (მა IV).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა... (მა II).

„დიდება“ მართლისა: „ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტებაჲ სთესე და გვირგვინი უკუდავებისაჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის (მა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (დიდების ხმის მიხედვით):რომელი საუკუნითგან...“ (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II მაზე).

ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა... 2-გზის (მა II).

„დიდება“ მართლისა: ღუაწლითა და სისხლითა... (მა IV).

„აწ და“ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან...“ (მა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომა შემდგომად I სტიოლოიისა:

- ხორციელისა სიზრქისა მაოტებელითა სწავლულებითა განბრძნობილმან და სამშობლოჲსათვის მოღვაწებისა მნებებელობითა წმიდათა მამათა თანა მემწყობრემან, თავს იდევ რაჲ მამულისათვის ფრიადი მუშაკებაჲ, იგალობე ღმრთისა მიმართ: ალილუია“.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ წარდგომა შემდგომად II სტიოლოიისა:

- ღმრთივსწავლულებისა უსუპითა სხურებულსა, რომელმანცა სიტყვიერითა მით ქნარითა, გულისხმაჲ ჩვენი, მცონარებითა მოწყლული, წმიდა-ჰყვენ და ჩვენთვის ჯვარცმულისა მაცხოვარისა სასოებად კვალად აღგვადგინენ, ხმითა კეთილითა გიგალობთ ქრისტეანენი: ალილუია“.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - წინამორბედისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მართლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: იმის გამო, რომ წმ. ილია მართალს სადღესასწაულო განგება არ გააჩნია, საცისკრო კანონად გამოვიყენებთ აღმსარებლის საზოგადო კანონს საზიარო თვენიდან.

_ კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი მართლისა:

- კონდაკი: ღმრთისა მიერ ჩვენ შორის ახოვნად გამოჩინებულო და მრავალფერითა მოღვაწებითა შენითა საუფლოსა წიაღსა დაგებულო, აღანთენ ჩვენისა გულისა ლამპარნი დაშრეტილნი, რათა ღმრთისა წინაშე ჩვენნიცა საქმენიცა ბრწყინვიდენ მღაღადებელნი ესრეთ: ალილუია.

- იკოსი: ქვეყანისა ტაძრითგან ცათა მიმართ აღმავალო სულნელო ღმრთაებრივო, რომელმან ჩვენდა მომართ აღძრული ბევრეული მანქანებაჲ ბელიარისაჲ გარე-წარაქციე, მადლიერებისა გრძნობითა განტფობილნი ესრეთ გიგალობთ: გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო.

- წარდგომა მართლისა: მაცხოვნებელისა გზისა იწროებისა შემცნობელო, რომელმან ტანჯვისა სასუმელისა შესმითა ჩვენ, უძლურთა და დაცემულთა, შეჭირვებანი აღასუბუქენ, სულითა მდაბლითა და გულითა შემუსვრილითა ხმა-ჰყავ ღმრთისა მიმართ: ალილუია.

დიდება აწ და წინამორბედისა: „ბერწისაგან გამობრწყინდი...

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი წინამორბედისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მართლისა: განუპარველითა მადლითა სიმართლისათა დღე-ყოველ აღმსთობილო და ნიჭისა მის უშურველისა განხორციელებითა ქრისტესა თანა ჯვარცმულო, ქებითა შენითა მწყობრობენ მორწმუნენი ღმრთისანი“.

„დიდება აწ და წინამორბედისა: წინასწარმეტყველთა შორის...“

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: მართლისა - 4 მუხლად:

დამზრალისა ქვეყანისა განმატფობელო და შმაგისა მის ბელიარისა გოდებაო, დაუძინებელისა გველისა მბრძოლსა ახოვანსა, რომელმან ძალითა საკვირველითა შენითა შურითა განცოფებულთა მხედრობანი შემუსრენ, ესევითარსა ქებასა შეგასხამთ მგალობელნი შენნი“.

ნებსით ჯვარცმულმან ჩვენისა ცხოვრებისათვის, რომელმან წყალობითა თვისითა უშურველითა განგააზნაურა, მარადსა თანაწარსადინელსა ცხოვნებისასა შეგრთო შენ, და ჩვენცა, შენისა სრბისა მედღესასწაულენი, მლხინებელ გექმნებით წმინდანსა: ალილუია“.

სოფლისა ამის განხრწნილისა თეატრონისა მოყვარულთა თხარეს წინაშე პირსა შენსა მთხრებლი და, ფსალმუნისა სიტყვისაებრ, "იგინივე შთაითხივნეს", ხოლო შენ, მაცხოვარისა ჩვენისა თანახატ-ქმნილი, სასუფეველისა წიაღ აღიწიე, ამისთვისცა ვხმოვანებთ შენდა მიმართ“.

შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მისითა ძილისაგან განკრთომილო, აწმყოჲსა მაჯისცემისა მოყურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტელო, ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალილუია“.

„დიდება წინამორბედისა: წინამორბედო მაცხოვრისაო...“

„აწ და“ ღმრთისმშობლისა რვა ხმათა“ (დღისა და დიდების“ ხმის მიხედვით):საფარველი შენი...“ (მა VIII).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი წინამორბედისა: „ხსენება მართლისა... (მა II).

„დიდება“ მართლისა: ღუაწლითა და სისხლითა... (მა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან...“ (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: წინამორბედისა და მართლისა.

_ კონდაკები: წინამორბედისა და მართლისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ ნეტარებების გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მართლის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით), და დიდება აწ და-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- წინამორბედისა;

- მართლისა;

კონდაკები: - წინამორბედისა;

„დიდება - მართლისა;

„აწდა - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- წინამორბედისა

- მართლისა.

კონდაკები: - ტაძრისა.

- წინამორბედისა

„დიდება - მართლისა.

„აწ და“ – სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მართლისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მართლისა.

წარდგომა (მა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (მა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის.

ალილუია (მა I): აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო“.

მუხლი: ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.

ალილუია (მა II): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.