საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი: აღდგომისა (ხმა III) და მოწამეთა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ იკითხება.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება III ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ხმა III).
- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ხმა II).
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „სამღდელოითა კუართითა...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ, ნათლისა ღრუბელო...“ (ხმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.
- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „ყოველივე გონებაი შენი...“ (ხმა III).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „დედუფალო, შუვამდგომელო ყოველთა...“ (ხმა III).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მღვდელმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღდელმოწამემან...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამისა: „მღდელთა შორის კეთილმსახურებითა...“ (ხმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „აზნაურებასა საღმრთოსა მიემთხვიე შენ...“.
„აწ და“ შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო...“.
- „და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისაი ჩუენ ზედა...“.
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა III).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დიდებულთა უზესთაესსა...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დღისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: - დღისა;
- მღვდელმოწამისა;
- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;
- „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - დღისა;
- ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: - დღისა;
- ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა;
- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;
- „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმოწამისა.
წარდგომა (ხმა IV): „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა VII): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ხმა V): „აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: „რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ხმა II): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
განიცადე: „რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.