2 კორ. 187 დას. VIII, 16 - IX, 5
ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა. რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ. და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა, და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს. ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ. რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა. და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალ-გზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ. გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი. აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.
რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა. რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი. ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ. ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის ჯერისათჳს სიქადულისა. უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.
მკ. 12 დას. III, 13-19
აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე, და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი; ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.