საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-6.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება VIII ჴმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ”-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- ღირსისა - 6 მუხლი.
„დიდება” - ღირსისა: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყუარებისათვის...“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მისივე: „რაიმე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ხმა I) (საზოგადო).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა ქალწულსა...“ (ხმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ 2-გზის (ხმა I)
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა ქალწულსა...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ღირსისა.
„დიდება“, „აწ და“- მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ჯუარი დასახა მოსე...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სიწმინდისა სულისათა...“ (ხმა VIII).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწროი გზაი მოღუაწებისაი...“ (ხმა V).
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო, საწადელო...“ (ხმა VII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ხმა I) (საზოგადო).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა ქალწულსა...“ (ხმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ხმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი“.
ალილუია (ხმა IV): „მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი - განმრავლდეს“.
მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და ღირსისა ემთხვევა ერთმანეთს).