ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი დაიბადა ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეში და სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი - 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.