საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ” (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ”-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- წინასწარმეტყველისა - 6 მუხლი.
„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „გიხაროდენ, ჭურო მადლთაო...“ (ხმა V).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღუასა მას ზედა მეწამულსა...“ (ხმა V).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - წინასწარმეტყველისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მისივე: „დიდებისა უოხჭნოისა ზიარ იქმენ...“ (ხმა I).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „აჰა ესერა, აღესრულა წინაისწარმეტყუელებაი ესაიაისი...“ (ხმა I).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „მღდელობისა სამკაულითა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „მღდელობისა სამკაულითა...“ 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - წინასწარმეტყველისა.
„დიდება“, „აწ და“- მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წინასწარმეტყველისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ჯუარი დასახა მოსე...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ, უბიწოო, სადგურ სულისა წმიდისა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი წინასწარმეტყველისა: „დღეს წინაისწარმეტყუელმან და მღდელმან...“ (ხმა III).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინასწარმეტყველისა: „ღმრთისა სიბრძნე დაემკვიდრა...“ (ხმა V).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: წინასწარმეტყველისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „ჰოი, წინაისწარმეტყუელო...“ (ხმა I).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „მახვილმან განვლო გული ჩემი...“ (ხმა I).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „მღდელობისა სამკაულითა...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - წინასწარმეტყველისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- წინასწარმეტყველის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: „დიდება“ - წინასწარმეტყველისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - წინასწარმეტყველისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წინასწარმეტყველისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წინასწარმეტყველისა.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ, აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ხმა IV): „შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
ალილუია (ხმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ხმა V): „მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და წმიდისა ემთხვევა ერთმანეთს).