უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იკითხება.

_ აკურთხევ სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა VI).

- მოწამეთა - 3 მუხლი (მა IV).

დიდება მოწამეთა: ედრობა საღმრთო... (მა V).

აწ და დღესასწაულისა: ანგელოზისა ხარებითა... (მა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

დიდება მოწამეთა: მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო... (მა VII).

აწ და დღესასწაულისა: ბერწსა უშვილოსა ანნას... (მა IV).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო:

ტროპარი მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა... (მა VIII).

„დიდება, „აწ და დღესასწაულისა: შობამან შენმან... (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: შობამან შენმან... 2-გზის (მა IV).

„დიდება მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა... (მა VIII).

„აწ და დღესასწაულისა: შობამან შენმან... (მა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოწამეთა.

„დიდება, აწ და - დღესასწაულისა.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასაწულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამეთა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: ჯუარი დასახა მოსე....

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა....

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: ვარსკულავნი ელვარენი... (საზოგადო).

- წარდგომა მოწამეთა: ნეთა მედართა და ახოვანთა მოღუაწეთა... (მა VIII).

დიდება, აწ და დღესასწაულისა: იოაკიმ და ანნა... (მა V).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ განმანათლებელი მოწამეთა: ღმრთისმსახურებისა სუეტთა....

„დიდება, „აწ და დღესასწაულისა: უნაყოფოსაგან და მოხუცებულისა....

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. აღვივსენითსა ზედა დასდებლები).

- მოწამეთა - 3 მუხლი.

დიდება მოწამეთა: ღუაწლითშემოსილნო, მტერთა მათ უხილავთა წყობასა....

„აწ და დღესასწაულისა: დღესასწაულსა სიხარულისა ჩუენისასა....

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა... (მა VIII).

„დიდება, „აწ და დღესასწაულისა: შობამან შენმან... (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა მოწამეთა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად:

- დღესასწაულის VII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოწამეთა VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი დიდება, აწ და-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- დღესასწაულისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება - მოწამეთა;

„აწ და - დღესასწაულისა.

ბ) თუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: „დიდება - მოწამეთა;

„აწ და - დღესასწაულისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება - მოწამეთა;

„აწ და - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

წარდგომა (მა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ - მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მევლისა თვისისასა, რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.

წარდგომა (მა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის.

ალილუია (მა VIII): „ისმინე ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი.

მუხლი: პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი.

ალილუია (მა IV):მობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან ისნნა იგინი.

განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სასენებელსა სიწმიდისა მისისასა.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა... და IX გალობის ძლისპირი: განკვიდეს ზესკნელსა ცანი....