საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- წმ. მთავარმოწამე ბიძინასი - 4 მუხლი (ხმა IV).
- წმ. ერისთავთა - 4 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ წმ. მთავარმოწამე ბიძინასი: „დღეს რტოთა ზეციერისა...“ (ჴმა II).
„აწ და“ დღესასწაულისა: „საღმრთომან საუნჯემან...“ (ხმა II).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - მოწამეთა (იხ. ძვ. სტ. 13 სექტემბერი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით):
„დიდება“ წმ. ერისთავთა: „აჰა ესერა მომიწოდს ჩვენ...“ (ხმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „პატიოსნისა ჯვარისა...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „ღვაწლით შემოსილნო...“ (ხმა II).
„დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ხმა I).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ 2-გზის (ხმა I).
„დიდება“ მოწამეთა: „ღვაწლით შემოსილნო...“ (ხმა II).
„აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიისა დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მოწამეთა (იხ. მოწამისა საზოგადო).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „საკვირველ იქმენ შენ...“ (ხმა VIII).
„დიდება“ წმ. ერისთავთა: „მადლსა მას კუნებათასა...“ (ხმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მრავლითა შეცოდებითა...“
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ხმობდეს მართალნი, და უფალმან ისმინა მათი“.
მუხლი: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალამან“.
_ საცისკრო სახარება: მთ. 36 დას. X, 16-22.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდათა მოწამეთა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „დღეს რტოთა ზეციერისა...“ (იხ. მწუხრის დასდებელის „დიდება“).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წმ. მთავარმოწამე ბიძინასი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წმ. ერისთავთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ჯვარი დასახა...“.
_ „უმცირესი“- „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა” (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა IV).
- კონდაკი და იკოსი - წმ. ერისთავთა (ხმა VIII).
წარდგომა წმ. ბიძინასი: „საუკუნეთა კეთილთა...“
„დიდება“ წმ. ერისთავთა: „ამაღლდა და განძლიერდა გუნდი...“
„აწ და“ დღესასწაულისა „რომელმან განზრახვით ჯვარცმა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი (ხმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი: „ვითარცა ვაზი...“
„დიდება“ წმ. ერისთავთა: „რომელნი უსჯულოებითა ღვაწლითა...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „ნათლისა მცხინვარება...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: 6 მუხლად:
- 3 მუხლი - დღესასწაულისა (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).
- 3 მუხლი - მოწამეთა.
„დიდება“ წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი: „მსმენი ვინ არა განცვიფრდეს...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „მერანს სიმწარე ტბების...“ (ხმა IV).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოწამეთა „ღვაწლით შემოსილნო...“ (ხმა II).
„დიდება“„აწ და“ - დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ხმა I).
I ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი.
VI ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: წმ. ერისთავთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:
- დღესასწაულის V გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით);
- წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი III გალობიდან - 4 მუხლი;
- წმ. ერისთავთა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- მოწამეთა;
კონდაკები: - წმ. ერისთავთა;
„დიდება“ - წმ. ბიძინასი;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
კონდაკები: - დღესასწაულისა;
- წმ. ერისთავთა;
„დიდება“- წმ. ბიძინასი;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
კონდაკები: - ტაძრისა;
- წმ. ერისთავთა;
„დიდება“ - წმ. ბიძინასი;
„აწ და“ - დღესასწაულისა
წარდგომა ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.
წარდგომა (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.
ალილუია: (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათა და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდესა მისისასა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო...“.