უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა IV).

- მოწამეთა - 3 მუხლი (მა IV).

დიდება მისივე: მხედრობაი საღმრთოჲ... (მა V).

აწ და დღესასწაულისა: შემოვკრბეთ და განვაწესოთ... (მა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (მა II).

დიდება მოწამეთა: მოვედით კრებულნო... (მა VII).

აწ და დღესასწაულისა: ხმა წინასწარმეტყველთა... (მა V).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

ტროპარი მოწამეთა: „სამებით და ერთღმრთეებით... (მა VIII).

„დიდება „აწ და დღესასწაულისა: აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: აცხოვნე უფალო ერი... (მა I) 2გზის.

„დიდება მოწამეთა: „სამებით და ერთღმრთეებით... (მა VIII).

„აწ და დღესასწაულისა: აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიოლოიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება აწ და- იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: ვითარცა მოწამეთა საფუძველსა...

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა... (საზიარო თვენიდან).

დიდება აწ და დღესასწაულისა: მთანი ვითარცა საყდრად...

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ განმანათლებელი რომელი ღუაწლთა...“ (მა VIII).

„დიდება „აწდა დღესასწაულისა: ,,ჯვარო მფარველო...

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (ჩასართავების გარეშე).

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება „აწ და მისივე: ხმა წინასწარმეტყველთა... (მა V).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა 1გზის.

ტროპარი მოწამეთა: „სამებით და ერთღმრთეებით... (მა VIII).

„დიდება „აწ და დღესასწაულისა: აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ ნეტარებების გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის VII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოწამეთა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის დიდება აწ და- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: „დიდება - მოწამეთა;

„აწ და - დღესასწაულისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - დღესასწაულისა;

„დიდება - მოწამეთა;

„აწ და - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება - მოწამეთა;

აწ და - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

წარდგომა (მა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლ-ბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს~.

მუხლი: უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი.

წარდგომა (მა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის.

ალილუია (მა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან

მუხლი: ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა.

ალილუია (მა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათა და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.

განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო.

განიცადე: იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდესა მისისასა.

ღირს არსი ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: ადიდებს სული ჩემი... და IX გალობის ძლისპირი: საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ  აღზარდე ქრისტე...