საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ექვსიანის“ (II რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და წმიდისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- დიდმოწამისა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ მისივე: „მეორემან იობ, ევსტათი...“ (ხმა II).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მამამთავარმან იაკობ...“ (ხმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ხმა II).
„დიდება“ დიდმოწამისა: „ადამანტისა უმტკიცესო...“ (ხმა VI).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ჯვარო ქრისტესო...“ (ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ხმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ხმა I) 2-გზის.
„დიდება“ მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ხმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ხმა I).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - დიდმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ დიდმოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
- წარდგომა დიდმოწამისა: „ცხოველსა შინა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „პატიოსანი ჯვარი მაცხოვრისა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „უკვდავსა დიდებასა...“.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რომელთა შენდამი...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: 4 მუხლად:
- დიდმოწამისა - 4 მუხლი.
„დიდება“ დიდმოწამისა: „მხედართმთავრობა ქუეყანისა...“.
„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელიცა ძუელად...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ დიდმოწამისა: „ვითარცა პავლე...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ხმა წინასწარმეტყველისა...“ (ხმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის IV გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- დიდმოწამის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - დღესასწაულისა;
„დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.
წარდგომა (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
მუხლი: „უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.
ალილუია: (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათა და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდესა მისისასა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე...“