უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

ლიტურგიის ჩამოლოცვის შემდეგ გუნდი გალობს ჯვრის ტროპარს, მღვდელი სამეუფო კარით გადის ანალოღიასთან, რომელზეც დაბრძანებულია წმიდა ჯვარი და უკმევს 3-გზის, ხოლო ჯვრის კონდაკის გალობისას, მღვდელი, რომელსაც წინ მიუძღვის დიაკონი (ან მნათე) სანთლით ხელში, გადააბრძანებს ჯვარს ტრაპეზზე და უკმევს ჯვარს და ტრაპეზს.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს დღესასწაულის წარგზავნის (სქემატურად III რანგის მსგავსი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და დიდმოწამისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15.

_ უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VI მაზე).

_ უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები დღესასწაულისა - 6 მუხლად (თითოეული 2-გზის, მა VI).

დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: მოვედით დღეს... (მა II).

_ შესვლა საცეცხლურით _ არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (მა V).

დიდება აწ და მისივე: რომელიცა ძველად... (მა VIII).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

- ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I) - 1-გზის.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

- ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I) 2-გზის.

„დიდება„აწ და იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება აწ და - მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

კანონი - დღესასწაულისა - 12 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

მე-9 გალობაზე ორი კანონი გვაქვს:

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია: ჯვარი დასახა მოსე....

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- წარდგომა დღესასწაულისა: „შენ სამ-გზის სანატრელო... (მა IV).

დიდება“ „აწ და იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით.

კატავასია ორი: საიდუმლო სამოთხე ხარ... და სიკუდილი, რომელი ხისაგან... თავისივე ჩასართავებით.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი დღესასწაულისა: ჯვარო მფარველო...

„დიდება“ „აწ და სხვა „განმანათლებელი: დღეს ამაღლდები....

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის, მა VIII).

დიდება“ „აწ და მისივე: დღეს შემოვალს... (მა VI).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I) - 1-გზის.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად

დღესასწაულის კანონის მე-9 გალობიდან (I კანონის ძლისპირით).

შესვლად: ...ხორციელად ჯვარცმულო...

- ტროპარი: დღესასწაულისა.

„დიდება „აწ და.

- კონდაკი: დღესასწაულისა.

იგალობება წმიდაო ღმერთო.

წარდგომა, ალილუია და განიცადე _ დღესასწაულისა.

სამოციქულო, სახარება _ დღისა.

წარდგომა (მა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

მუხლი: უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი...

ალილუია (მა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

მუხლი: ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა.

განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა... და IX გალობის ძლისპირი: საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო....