შენიშვნა: სადღესასწაულოში და ჟამნშიც მითითებულია, რომ მოციქულ კოდრატეს ხსენება, რომელიც დაიტევა 21 სექტემბერს ჯვართამაღლების წარგზავნის გამო, უნდა აღვასრულოთ 22 სექტემბერს მღვდელმოწამე ფოკასთან ერთად. კალენდარში უპირატესად მიჩნეულია წინასწარმეტყველი იონა და სამოციქულო და სახარებაც წინასწარმეტყველისაა მითითებული. შესაბამისად, შემოგთავაზებთ წინასწარმეტყველ იონას და მოციქულ კოდრატეს მსახურებას.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოციქულისა და წინასწარმეტყველისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი – ჯვართამაღლების დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- მოციქულისა - 3 მუხლი (ხმა I).
- წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით, ხმა V): „ზღვასა მას ზედა მეწამულსა...“
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოწამეთა, პარაკლიტონიდან - 3 მუხლი.
შენიშვნა: ტიპიკონის მოთხოვნით მოწამეთა მუხლები უნდა წავიკითხოთ „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან, მაგრამ ხშირად აქ მოცემულია სამეუფო დასდებლები; „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში მოწამეთა საკმარისი მუხლებია, ამიტომ სწორედ ამ დასდებლებს წავიკიითხავთ..
ჩასართავები - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ხმა IV);
„დიდება“ _ ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ხმა II, საზიარო).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით, ხმა V): „გიხაროდენ ბჭეო განუღებელო..“.
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ხმა IV) - 2-გზის.
„დიდება“_ ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ხმა II, საზიარო).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით, ხმა II): „ყოველივე საიდუმლო შენი...“.
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - მოციქულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წინასწარმეტყველისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – მოწამეთა კანონი - 4 მუხლი ( პარაკლიტონიდან, ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ პარაკლიტონის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი წინასწარმეტყველისა: „განათლდა სულითა...“ (ხმა IV, საზიარო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...“ (ხმა IV).
„დიდება“ - წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“ (ხმა IV).
„აწ და“ - მისივე: „რომელმან მუცლად იღე...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოციქულისა: „ვითარცა მღვდელთმთავარსა პატიოსანსა...“ (ხმა VIII).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „მოწაფესა სიტყვისასა...“.
_ „განმანათლებელი“ წინასწარმეტყველისა: „აზნაურებასა საღმრთოსა...“.
„დიდება“ განმანათლებელი შაბათისა (პარაკლიტონდან).
„აწ და“ მისივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო,...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ – მისივე (პარაკლიტონიდან).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ხმა IV);
„დიდება“ _ ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ხმა II, საზიარო).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა, განსატევებელი უმცირესთაგანი (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით, ხმა II): „წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო...“.
ჟამებზე:
ტროპრები: მოციქულისა და წინასწარმეტყველისა.
კონდაკი: მოციქულისა და წინასწარმეტყველისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად პარაკლიტონიდან.
შესვლად:
ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: _ ტაძრისა;
_ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
_ მოციქულისა.
_ წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: _ ტაძრისა;
_ მოციქულისა;
_ წინასწარმეტყველისა;
_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ - „სოფლისა შემოქმედისა...“.
ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: _ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
_ მოციქულისა;
_ წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: _ მოციქულისა;
_ წინასწარმეტყველისა;
_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
_ „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე _ წინასწარმეტყველისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – წინასწარმეტყველისა და დღისა.
წარდგომა (ხმა IV): „შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
მუხლი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა დაჰსჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავჰსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“.
წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ხმა V): „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა, და სამოელ მათ თანა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა მისსა“.
მუხლი: „ნათელი გამოუბრწყინდა მართალთა და გულითა წრფელთა სიხარული“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“.