უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა გრიგოლ ხანძთელისა.

 

დიდი მწუხრი:

_ მოვედით თაყვანის-ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონის I აღასავალი.

_ უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV ჴმაზე).

_ უფალო ღაღად-ვჰყავ-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად(თვენიდან):

- მოციქულისა - 8 მუხლი (მა IV, პირველი ორი დასდებელი 3-3-გზის, მესამე – 2-გზის).

დიდება მოციქულისა: მსახურო უფლისაო... (მა VI).

აწ და ღმრთისმშობლისა, დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმისა, მა VII): უაღრეს ბუნებათა...

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო _ 3 (საზიარო თვენში იძიე).

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: მოციქულისა (თვენიდან, თავისი ჩასართავებით).

დიდება მოციქულისა: სიბრძნისა ღმრთისა... (მა VI).

აწ და ღმრთისმშობლისა: ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი... (III ჟამში იძიე).

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო-სი:

ტროპარი მოციქულისა: იქმენ მოწაფე ქრისტესი... (მა II).

დიდება აწ და ღმრთისმშობლისა, აღდგომისა (წარსაგზავნი ხმისა, მა VII): ვითარცა ჩუენისა აღდგომისა...

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი მოციქულისა: იქმენ მოწაფე ქრისტესი... (მა II) _ 2-გზის.

დიდება, აწ და ღმრთისმშობლისა, აღდგომისა (წარსაგზავნი ხმისა, მა VII): ვითარცა ჩუენისა აღდგომისა...

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – მოციქულისა (თვენიდან) _ 2-გზის.

„დიდება აწ და - მისივე.

_ სადიდებელი მე-19 კანონი.

_ გადიდებსა მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: საღმრთოთა სიტყუათა...(საზიარო თვენში იძიე) _ 2-გზის.

„დიდება აწ და - მისივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი (მა IV).

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-24.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა .... მოწყალეო...

„აწ და - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: ღირსო თომა, სამკაულო... (საზიარო თვენში იძიე).

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი....

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან, პარაკლიტონიდან).

შენიშვნა: დასაშვებია წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი ქუეყანასა მწყურნებსაან ეტლთა მფლობელი ფარაო პარაკლიტონიდან.

II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - აღაღე პირი ჩემი.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- წარდგომა მოციქულისა: „ბადითა სიტყუათა შენთათა... (თვენიდან, მა VIII) _ 2-გზის.

დიდება აწ და მისივე: ვითარცა ქალწულმან...

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი: მოციქულისა (თვენიდან).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი მოციქულისა: თვითმხილველო და მოციქულო... (თვენიდან).

„დიდება სხვა „განმანათლებელი მოციქულისა: ვითარცა მზე მრავალმნათობი...

„აწ და მისივე ღმრთისმშობლისა: სავედრებელად მოგართუამთ...

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 4 მუხლად მოციქულისა (თვენიდან, პირველი დასდებელი 2-გზის).

„დიდება: აღმხედრდი ეტლთა ზედა...

„აწ და ღმრთისმშობლისა: ღმერთი შენგან განხორციელებული... (მა VI, ღმრთისმშობლისა, რვახმათა).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი მოციქულისა: იქმენ მოწაფე ქრისტესი... (მა II).

დიდება, აწ და ღმრთისმშობლისა, აღდგომისა (წარსაგზავნი ხმისა, მა VII): ვითარცა ჩუენისა აღდგომისა...

 

ჟამებზე:

_ ტროპარი – მოციქულისა.

_ კონდაკი - მოციქულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი:

- მოციქულის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით)

- მოციქულის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი, დიდება და აწდა-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- მოციქულისა.

კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) რომელიმე წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა

- მოციქულისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - მოციქულისა;

„აწ და“ – სასოო და შესავედრებელო....

წარდგომა, ალილუია და განიცადე – მოციქულისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – მოციქულისა და დღისა.

წარდგომა (მა VIII): ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი .

მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

წარდგომა (მა VIII): იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა.

ალილუია (მა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: ღმერთი დიდებულ არს ზრახუასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისა.

ალილუია (მა IV): ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.

განიცადე: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება.