საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
სარეკომენდაციო შენიშვნა: სასურველია მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრის და აღმსარებლის საზოგადო განგება შევაჯეროთ წმ. ამბროსი ხელაიასთან მიმართებაში.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირას „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VIII);
- აღმოსავლური - 3 მუხლი;
- მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი;
„დიდება“ მღვდელთმთავრისა: „გიხაროდენ ღირსო...“ (ხმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მღვდელთმთავრისა: „უხორცოთა განწყობილსა...“ (ხმა I).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „აჰა ესერა აღესრულა...“ (ხმა I).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ - 2-გზის (ხმა VIII).
„დიდება“, ტროპარი - მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ სადიდებელი, მე-19 კანონი.
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ხმა VIII).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე“ (ხმა VIII).
მუხლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. მე-6, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმსობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი მღვდელმთავრისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მღვდელმთავრისა: „საღმრთოისა ქუხილისა...“ (ხმა IV) (საზოგადო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთოი ნათელი...“ (ხმა III).
„დიდება“, „აწ და“ - მისივე: „დამნთქა ვნებათა ბნელმან...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VI).
„დიდება“ „განმანათლებელი“ მღვდელმთმთავრისა: „ებან სულისა წმიდისა...“
„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (VI).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა VIII).
- მღვდელთმთავრისა - 4 მუხლი (ჩასართავები იძიე „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში).
„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (VI).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და მღვდელთმთავრისა.
_ კონდაკი: აღდგომისა და მღვდელთმთავრისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- მღვდელმთავრის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - აღდგომისა;
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელთმთავრისა.
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: - აღდგომისა.
„დიდება“ - მღვდელთმთავრისა.
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა.
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: - აღდგომისა.
- ტაძრისა.
„დიდება“ - მღვდელთმთავრისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მღვდელთმთავრისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მღვდელთმთავრისა.
განიცადე _ კვირისა და მღვდელთმთავრისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა“.
მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი“.
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ხმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა“.
მუხლი: „აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას“.
ალილუია (ხმა III): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.