უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9 (რომელიც დატევებულ იქნა სამშაბათს ცისკრად).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (მა VIII).

- მოწამეთა - 3 მუხლი (მა VIII).

დიდება“ მოწამეთა: მხედრობა საღმრთო...“ (მა V).

აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და დიდების ხმის მიხედვით) (მა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“

დიდება მოწამეთა: მოვედით, კრებულნო...“ (მა VII).

აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და დიდების ხმის მიხედვით) (მა VII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (მა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (მა IV) 2გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (მა IV).

_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიოლოიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება აწ და - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიოლოიის წარდგომისა: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს.

- შემდგომად II სტიოლოიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა.

- შემდგომად III სტიოლოიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - მოწამეთა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (მა VIII).

დიდება“ აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: მხნეთა მოწამეთა...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. _ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.

„დიდება“ მოწამეთა: ღმრთისმსახურებისა სვეტთა...

აწ და - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ - ჯვარღმრთისმშობლისა მისივე (მა I).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.

ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (მა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ უმცირესთაგანი“კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): შენ გადიდებთ ღვთისმშობელო...“ (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- რიგის წმიდისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა.

- რიგის წმიდის;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ – სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

წარდგომა (მა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

მუხლი: შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (მა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქყეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (მა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

ალილუია (მა VI): ხმობდეს მართალნი და უფლმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.

განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.

განიცადე: იხარებდით მართალნი უფლსა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა.