საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოციქულისა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმთავრისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: მოციქულისა - 6 მუხლი (ხმა VIII).
„დიდება“ მისივე: „მოციქულო უფლისაო...“ (ხმა VI).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 მოციქულისა (საზიარო თვენიდან).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით) (ხმა V).
„დიდება“ მისივე: „ყოვლად-ბრძენო მონადირეო...“ (ხმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „დიდსა ნიჭსა...“
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ლუკა...“ (ხმა III).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა IV).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ხმა III) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოციქულისა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „საღმრთოითა სიტყვათა...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ხმა IV).
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა ლუკასითა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „შენ უფალო ძალთაო...“ (საზიარო თვენიდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი - 2 გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოციქულისა: „ვითარცა პავლეს...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გონიერისა მზისა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - მოციქულისა (ხმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ლუკა, ქრისტეს...“ - 2გზის.
„დიდება“ მისივე: „ვითარცა მოწაფესა...“
„აწ და“ მისივე: „გამოუთქმელად მშობელ...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მოციქულისა: 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „სიტყვისაებრ დავით...“ (ხმა VIII).
„აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე ვედრება...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ლუკა...“ (ხმა III).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მოციქულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მოციქულის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: „დიდება“ - რიგის წმიდისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - რიგის წმიდისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა (ერთმანეთს ემთხვევა).
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.