შენიშვნა: 1. ცისკრად, მღვდელთმთავრის სახარება წაიკითხება (და არა დიდმოწამისა): ინ. 35 დას. X, 1-9.
2. ძვრის საკითხავები დატევებულია, შესაბამისად, წირვაზე მხოლოდ რიგის და წმიდათა სამოციქულოები და სახარებები უნდა წავიკითხოთ.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ხმა V).
- დიდმოწამისა - 4 მუხლი (ხმა II).
„დიდება" მღვდელმთავ.: „გიხაროდენ ღირსო მამაო...“ (ხმა V).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ზღუასა მას ზედა...“ (ხმა V).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 (2 - მღვდელმთავრისა - საზიარო თვენიდან და 1 - დიდმოწამისა - სადღესასწაულოდან).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმთავრისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ დიდმოწამისა: „ყოვლად წმიდა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო~:
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).
ან სხვა ტროპარი: ვითარცა მღვდელთმთავარსა პატიოსანსა და აფხაზთა მიერ მოციქულად მეორედ წოდებულსა, უპოვარებისა მუშაკსა მოწყალესა მოუწყინებელსა, და განმაახლებელსა ეკლესიათა და მონასტერთა ჩუენთასა გიცნობთ, ჰოი, ალექსანდრე და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მიგავლინებთ მეოხად.
„დიდება“ დიდმოწამისა: „შემწე დიდი...“ (ხმა III).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (დიდმოწამის ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ დიდმოწამისა: „შემწე დიდი...“ (ხმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მღვდელმთავრისა.
„დიდება“ დიდმოწამისა.
„აწ და“ მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მღვდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ - მღვდელმთავრისა.
„დიდება, აწ და“ იგივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი _ გულისხმისყოფასა“ (ხმა IV).
მუხლი: „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“.
_ საცისკრო სახარება: ინ. 35 დას. X, 1-9.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა...“
„აწ და“- „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
დასდებელი შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: - „მღდელმოძღურებისა კუართითა...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
III კანონი - დიდმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, სადღესასწაულოდან).
შენიშვნა: სადღესასწაულოში მოცემულია 2 კანონი დიდმოწამისა, შეგვიძლია ტროპრები ორივე კანონიდან ამოვიკითხოთ.
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დიდმოწამისა (ხმა II).
- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთოი ნათელი...“
„დიდება“ დიდმოწამისა: „ვითარცა მხნედ...“
„აწ და“ მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმთავრისა: „მღვდელთმთავარსა საჩინოსა და მოციქულთა თანამოკარვესა ეკლესია მორწმუნეთა გადიდებს შენ, ალექსანდრე, რომელი მოწყალებისა თანა ოქროპირობდი და ნათლითა სამ-ბრწყინვალითა სამწყსოსა შენსა განანათლებდი, აწცა ოხათა შენთა მიერ დაიცევ, სანატრელო, დაუკლებელად, უღელვოდ და უბიწოდ ყოვლისა წვალებისაგან ერი, წილხდომილი ღმრთისმშობელისა“.
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც წაიკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მღვდელმთავრისა: „ჭირთა შინა...“
„დიდება“ დიდმოწამისა.
„აწ და“ მისივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მღვდელმთავრისა - 3 მუხლი.
- დიდმოწამისა - 3 მუხლი.
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „შენ მწყემსო...“
„აწ და“ მისივე: „გიხაროდენ, მარიამ...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).
„დიდება“ დიდმოწამისა: „შემწე დიდი...“ (ხმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...“ (ხმა III).
ჟამებზე:
_ ტროპარები: მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მღვდელმთავრის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- დიდმოწამის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმთავრისა;
- დიდმოწამისა.
კონდაკები: - მღვდელმთავრისა;
„დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმთავრისა;
- დიდმოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
- მღვდელმთავრისა;
„დიდება“ - დიდმოწამისა.
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
წარდგომა (ხმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი _ გულისხმისყოფასა“
მუხლი: „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“.
წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ხმა II): „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა“.
მუხლი: „სჯული ღმრთისა მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი“.
ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა ემთხვევა ერთმანეთს).