საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: უვეცხლო მკურნალთა, კოზმასი და დამიანესი.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ხმა III).
- მოწამეთა - 3 მუხლად (ხმა IV).
„დიდება“ მისივე: „მხედრობა საღმრთო...“ (ხმა V).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, V ხმის ხუთშაბათს მწუხრად).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა VII).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით, მოვიძიოთ პარაკლიტონში, VII ხმის ხუთშაბათს მწუხრად, ან ვთქვათ „დიდება, აწდა“ _ ჯვარღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „ღუაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (ხმა II).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უფროსად კურთხეულ ხარ...“ (ხმა II).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ხმაზე).
ტროპარი მოწამეთა: „ღუაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (ხმა II) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „უფროსად კურთხეულ ხარ...“ (ხმა II).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამეთა „მხნეთა მხედართა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „შუენის ღმრთისმშობელსა...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: „კეთილმსახურნი და ღმერთშემოსილნი...“ (ხმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სვეტთა...“.
„აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა მისივე.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მოწამეთა „ღუაწლით შემოსილნო უფლისანო...“ (ხმა II).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...“ (ხმა II).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მოწამეთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
- მოწამეთა.
კონდაკები: - მოწამეთა;
- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;
- „აწ და“ - შვიდეულის დღისა.
შენიშვნა: პარასკევს, მაცხოვრის ტაძრის ტროპარ-კონდაკი არ ითქმის.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
- ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- მოწამეთა;
- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;
- „აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“;
- „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მოწამეთა.
წარდგომა (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება.