უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – საზიარო თვენიდან (ღირსთა მამათა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (მა IV).

- აღმოსავლური - 3 მუხლი.

- ღირსთა - 4 მუხლი (მა VII).

დიდება ღირსთა: იღვაწეთ სათნოთ...“ (მა VIII)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „რომელი იგი შენ მიერ...“ (მა IV).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა)

დიდება“ - ღირსთა: სოფლისა ამის ამაოება...“ (მა II).

აწ და“ - ღმრთისმშობლისა აღდგომისა“ (დიდების” ხმის მიხედვით): ჰოი სასწაული ახალი...“ (მა II)

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 3- გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: ბრწყინვალე იგი აღდგომისა... - 2-გზის (მა IV).

„დიდება“ _ ტროპარი ღირსთა: „შუამდგომელად კადნიერად ექმნენით მეუფისა ქრისტესა საფლავისა, ვითარცა ცხორებისა ჩუენისა წყაროისა მიმართ სარწმუნოებით მოლტოლვილთა ღმრთისმოყვარეთა, და საღმრთოთა გზათა ზედა მავალთა ყოველთა განამტკიცებდით მოსწრაფებასა, ღირსნო მამანო, ჯუარისა მტვირთველთა თანამოსაგრენო და სამებისა მესაიდუმლეთა თანამოღუაწენო, ევედრეთ ღმერთსა სულთა ჩუენთათვის“ (მა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): რომელი ჩვენთვის იშევ...“ (მა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება აწ და - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის აწ და-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

- შემდგომად II სტიქოლოიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ აღდგომის ტროპარები: გუნდნი ანგელოზთანი... ჰოი მოწაფენო... და ა.შ.

_ იპაკო და ანტიფონები (მა IV).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ სახელისა შენისათვის (მა IV).

მუხლი: ღმერთო ყურა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- აღჰსდგა რა იესო საფლავით...

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი ღირსთა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - აღაღე პირი ჩემი.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი ღირსთა: ზეციურისა სუფევისა სურვილითა ივლტოდით ამაოისა სოფლისაგან, სარწმუნოებითა დაეშენეთ წმიდათა მათ ალაგთა და ღირსებისა თქუენისათვის, მამათა მიერ გამოირჩიენით მცველად წმიდისა საფლავისა გოლგოთას, სადა იგი მოღუაწებისა ელვარებითა განჰბრწყინდით. აწ მეუფისა ქრისტეს ხილვით იშუებთ ზეცათა შინა. დაუცხრომელად ევედრეთ მას ჩუენ ყოველთათვის“ (მა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა ღირსთა: „მოღვაწეთა შენთა ნეტართა...“ (მა IV) _ 2-გზის.

დიდება“ აწ და“მისივე: „რომელსა ქადაგებდეს...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (მა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (X).

დიდება „განმანათლებელი ღირსთა: იწროსა გზასა ხვიდოდეთ...“.

აწ და ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (X).

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (მა IV).

- ღირსთა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. სტიქარონსა-ზედა დასდებლების ჩასართავები).

დიდება გერი (ათერთმეტთაგანი) (X).

აწ დაუმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

I და VI ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და ღირსთა.

_ კონდაკები: ღირსთა.

 

III და IX ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და ღირსთა.

_ კონდაკები: აღდგომისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,

- ღირსთა კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, დიდება აწ და- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- ღირსთა.

კონდაკები: „დიდება - ღირსთა.

„აწ და - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ღირსთა.

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება - ღირსთა.

„აწ და - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ღირსთა.

კონდაკები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

„დიდება - ღირსთა;

„აწ დასასოო და შესავედრებელო...

წარდგომა და ალილუია – აღდგომის მიმდინარე ხმისა და ღირსთა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და ღირსთა.

განიცადე: კვირისა და ღირსთა.

წარდგომა (ხმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (მა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი წმიდათა მისთა.

ალილუია (ხმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“.

მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.

ალილუია (მა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

განიცადე: აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა

განიცადე: "სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის".