საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: მთავარანგელოზთა - 8 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ მისივე: „იხარებდით ჩუენ...“ (ხმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხ.): „უაღრეს ბუნებათა...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - მთავარანგელოზთა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზთა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვითარცა წესთმთავარმან...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი მთავარანგელოზთა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის...“ (ხმა VIII).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
ტროპარი მთავარანგელოზთა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ხმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის...“ (ხმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: მთავარანგელოზთა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ანგელოზთა (ფსალმუნთაგან გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ მთავარანგელოზთა: „ზეცისა წესთა...“
„დიდება“ სხვა წარდგომა: „ანგელოზთა წესნი...“
„აწ და“ მისივე: „წმიდაო და ყოვლად...“ .
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“ (ხმა IV).
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
_ საცისკრო სახარება: მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მეოხებითა წმიდათა უხორცოთა...“
„აწ და“ – „მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „ანგელოზნი შენნი...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი - 2 გზის).
II კანონი - მთავარანგელოზთა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მთავარანგელოზთა: „ზეცისა წესთა...“ (ხმა VIII) 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ღვთივმიმადლებულო წმიდაო...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მთავარანგელოზთა (ხმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მთავარანგელოზთა: „ცეცხლის სახეო...“
„დიდება“ სხვა განმანათლებელი: „უსხეულოთა ძალნო...“
„აწ და“ მისივე: „უპატიოსნეს ხარ...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მთავარანგელოზთა - 4 მუხლი.
„დიდება“ მთავარანგელოზთა: „სადაცა ფარავს...“ .
„აწ და“ მისივე: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი მთავარანგელოზთა: „ზეცისა მხედრობათა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის...“ (ხმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მთავარანგელოზთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მთავარანგელოზთა კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მთავარანგელოზთა კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მთავარანგელოზთა.
კონდაკები: „დიდება“ - მთავარანგელოზთა.
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმინდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მთავარანგელოზთა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მთავარანგელოზთა.
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მთავარანგელოზთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მთავარანგელოზთა.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ხმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.
ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთან უფალო“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ხმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.