საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - დაუჯდომლიდან „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა მსწრაფლშემსმენელისა“ (წმინდა სამების საკათედრო ლავრის მამათა მონასტერი. 2005).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მთავარანგელოზთა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-15 (დატევებული კანონი)
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ხატისა - 6 მუხლად (ხმა IV):
- „აწ კუალად მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა ქალწულსა მარიამს, თაყუანისვსცეთ ანგელოზთაგან პატივცემულსა სახესა მისსა და ხმა-ვჰყოთ ლმობიერად: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, მწუხარებათა, ზედა გარემოდგომილთა ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთანი“ 2-გზის.
- „უხრწნელო ქალწულო, სძალო ღმრთისა მაღლისაო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა და გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან“ 2-გზის.
- „ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო წმიდაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისად გქადაგებთ, სახიერო დედოფალო ყოვლად უბიწოდ და მართლმადიდებლობით უფალსა უღაღადებთ“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ყოველნი, წუთისოფლის ღელვათაგან განრინებულნი და ათონის მთის მყუდრო ნავთსაყუდელს შეფარებულნი, წმიდისაგან ხატისა შენისა საღვთოსა ნუგეშსა და შეწევნასა ჰპოვებენ, ღვთისმშობელო, რამეთუ მრავლად იღებენ მისგან სასწაულთა და მოწყალებათა. დედობრივისა სიუხვისა შენისა მადიდებელნი, მნებებელნი ცხოვნებისა ათონის უდაბნოსა შინა, მადლობით უღაღადებენ ღმერთს: ალილუია“ (ხმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით):
„განცხადებითა ზეციურისა გონისა, ღვთისმშობელო, სათნოიჩინე ათონის მთაზე, შენს წილხვედრე მიწაზე, წმიდისა ხატისა შენისა მრავალთა სასწაულითა განდიდება და მსწრაფლშემსმენელი უწოდე მას, გვასმინე რა ღვთიური ხმა შენი, და მსმენელნი შენნი გალობით გიღაღადებთ“.
მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“.
„მხილველნი სიბრმავისა და დაძაბუნებით დასჯისა დოქიარის სავანის ტრაპეზარისა ნილოსისა, კრძალულებით ვერ თაყვანისმცემელისა წმიდისა ხატისა შენისა, ვეღარ კადნიერჰყოფენ ხატებასა შენსა, რამეთუ ყოველნი მკვიდრნი წმიდისა მთისა ათონისა, რომელიც შენ სათნოიჩინე, ღირსებით უღაღადებენ შენგან შობილსა სიტყვასა ღვთისასა“.
მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.
„ყოვლადწმიდაი ხატი შენი, ქალწულო, ღმრთისმშობელო, არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაი, რომლისადა მიახლებულნი და შიშითა და სარწმუნოებით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა ამბორსუყოფთ და მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით სულიერთა და ხორციელთა უძლურებათაგან“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ესმა რა ღვთიური ხმა შენი წმიდისაგან ხატისა შენისა, ღვთისმშობელო დედოფალო, ტრაპეზარმა ნილოსმა გულისხმაჰყო მსწრაფლშემწეობა შენი ყოველთა მიმართ, სიყვარულისა და სასოებით მისდა მოლტოლვილთა და მოიღო მისგან უმეცრებისა თვისისა განათლება და თვალთა თვისთა აღხილვა და ყოვლითა გულითა მადლობით ღაღად-ჰყო შენდამი“.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ხატისა: „ღმრთისმშობლისა მომართ მოვილტვით ჭირთა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა, სიღრმით სულისაით, მხმობელნი სარწმუნოებითა ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცვა ჩვენი, ქალწულო, რომელ მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად“ (ხმა IV) 1-გზის
(ტროპარი აღებულია კრებულიდან „ლოცვები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის 54 სასწაულთმოქმედი ხატისადმი“, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებული).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
- ტროპარი ხატისა: „ღმრთისმშობელისა მომართ...“ 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა _ ხატისა:
„ჰოი დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ ჩვენ მდაბალთა მონათა შენთა, მომრთმეველთა უღირსთა ამათ ვედრებათა წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩვენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რათა ხსნილნი შენ მიერ მარადის გიგალობდეთ შენ“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა: ხატისა:
„დიდებულისა ხატისა შენისა გამოცხადებასა დიდებისვმეტყველებთ დღეს უბიწოო ღმრთისმშობელო და შენსა შუამდგომლობასა ვდღესასწაულობთ, რამეთუ ევედრები ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ჩვენთვის, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოება შენზედა უტყუელო წინამძღვარო, ცხოვრებისა ჩვენისაო“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 4 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - ხატისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ სასწაულმოქმედ ხატს არ გააჩნია თავის განგება, რის გამოც საცისკრო კანონად ვიყენებთ პარაკლიტონის ბოლოს მოცემულ ყოვლადწმიდა ღმრთიმშობლის საზიარო კანონს „ქუეყანასა მწყურნებსა...“
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
წარდგომა ხატისა: „მსწრაფლშემსმენელისა ხატისა შენისა სასწაულთა მხილველნი ათონის მთის მოსაგრე ბერები ისწრაფიან თაყვანისცემად მისსა, ხოლო შენ, ღვთისა დედაო, უშურველად მიაგებ წყალობასა მადლობით მღაღადებელთა შენთა“.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი ხატისა: „წყალობათა და სასწაულთა შენთა საცნაურ ჰყოფს მთა ათონისა, ყოვლადკურთხეულო დედაო ღვთისა ჩვენისაო, და შორის მრავალთა სასწაულთმოქმედთა ხატთა შენთა ბრწყინავს ხატი ესე, შენს მიერ მსწრაფლშემსმენელად წოდებული, მსგავსად მნათობისა სავსე მთვარისა, ღვთიურ ნათელს ჰფენს სულთა ჩვენთა და ღვაწლით შემოსილნი ქებით უღაღადებენ განმადიდებელსა შენსა სამგვამოვანსა ღმერთსა: ალილუია“.
იკოსი ხატისა: „ყოვლადწმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო მარიამ, აღმოუბრწყინდა ვითარცა ნათელი მაცხოვარებისა შენისა ყოველთა, ცოდვათა და ვნებათა ბნელსა შინა დანთქმულთა და მსწრაფლშემსმენელად წოდებული მსწრაფლ შეეწევის სარწმუნოებით და სასოებით წინაშე მისსა მლოცველთა და მღაღადებელთა შენთა“.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIIIგალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ხატისა: „დაღაცათუ ყოველთა ქრისტიანეთა უჩვენე დიდი სიყვარული შენი, ყოვლადკურთხეულო ღვთისმშობელო, წილხვედრად ათონის მთა გამოირჩიე და მუნ ბერ-მონაზონთა სავანეები განამრავლე და ამა სოფლის ღელვაგვემათაგან დაღლილთა მშვიდი და მყუდრო ნავთსაყუდელი საცხოვნებელისა სულისა მოჰმადლე, რამეთუ შეწევნითა შენითა დაიმკვიდრებენ სასუფეველსა ცათასა და წმიდათა თანა უგალობენ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე განმანათლებელი.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლი:
- „მსწრაფლშემსმენელად წოდებულისა წმიდისა ხატისა შენისა სასწაულებრივი განდიდება მორიგ წყალობად გამოუჩნდა არა მხოლოდ ათონელ ბერებს, არამედ ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა კრძალულებით თაყვა-ნისმცემელთა ხატისა შენისა და მხმობელთა შენდამი“ - 2-გზის.
- „ყოველთა მორწმუნეთა სასოებით აღავსებს წმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო დედოფალო, რომელზეც გხედავთ ყრმით ხელში, დაუსაბამო ღმერთით ჩვენით, იესო ქრისტეთი. მასვე თაყვანსვცემთ ძრწოლით, ვითარცა შემოქმედსა და ღმერთსა ჩვენსა და ჭეშმარიტად მშობელსა ღვთისასა ლმობიერად გიღაღადებთ“.
- „ყოველნი ნათესავნი ჯერისაებრ გნატრიან შენ, კურთხეულო ღმრთისმშობელო მარიამ, აღმოსავალიდან ვიდრე დასავლამდე იდიდების სახელი შენი, ხოლო ბერმონაზონნი შენი წილხვდომილი ათონის მთის მკვიდრნი, მფარველად თვისად გიხმობენ, რომელთაც უხვად მოჰფენ წყალობასა და სასწაულთა, და მადლობელნი შენნი უღაღადებენ უფალსა: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაი ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ხატისა: „ღმრთისმშობელისა მომართ...“ 1-გზის.
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ხატისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ხატის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ხატის VI გალობიდან - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ხატისა.
„დიდება“ - კონდაკი ხატისა;
„აწ და“ - კონდაკი ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარი: ხატისა;
„დიდება“ „აწ და“ - კონდაკი ხატისა;
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარი: - ტაძრისა;
- ხატისა;
„დიდება“ - კონდაკი ტაძრისა;
„აწ და“ - კონდაკი ხატისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღმრთისმშობლისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (პარასკევისა და შაბათისა) და ღმრთისმშობლისა.
წარდგომა (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ხმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.