წმიდა მოწამე დავიკტი (ადავკტი) და ასული მისი კალისთენია ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც დავიკტი ქალაქის თავი იყო. ღვთისმოშიშმა მამამ არ ისურვა, თავისი ქალიშვილი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმინესთვის (305-313) მიეთხოვებინა, რისთვისაც იგი ქალაქ მელიტინში (სომხეთი) გადაასახლეს და თავი მოჰკვეთეს (+305-313). წმიდა კალისთენია მშვიდობით მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 318 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.