შუენის უწყება, რამეთუ შემდგომად "ია" დღისა ამის თვისასა მომავალსა კვირიაკესა ხსენებასა აღუასრულებთ წმიდათა მამათასა, რომელნი შეკრბეს წმიდასა და მსოფლიოსა კრებასა მეშვიდესა მეორედ ნიკეას, წმიდანი მამანი "ტჲე" განსაგდებელად და აღსახოცელად უღმრთოთა მოძღურებათა ქრისტეს მოძულეთასა და ქრისტიანეთა შემასმენელთა ხატის-მბრძოლთა კოპრონიმოსისა, და მის თანა მბრძნობელთა უბადრუკთა ეპისკოპოსთა და არა მღუდელთა მღუდელმთავართა და მათთა უღმრთჲსა და შეგინებულისა კრებისათა. უკეთუ დაემთხვიოს "ია" დღე ზედ-მდგომარესა კვირიაკესა, იგალობების მასვე დღესა აკოლოთია წმიდათა მამათა მეშვიდისა კრებისათა. ხოლო რიგის წმიდის აკოლოთია დაიტევების და იგალობების ოდეს გულის-ხმა-ჰყოს ეკლესიარხმან. შაბათსა მცირესა მწუხრსა ზედა დასდებელი აღდგომისა და ღვთისმშობლისა ჩვეულებისაებრ. დიდსა მწუხრსა ზედა უფალო ღაღად-ჰყავსა ზედა - დასდებელი აღდგომისა - გ და აღმოსავლური - ა, და წმიდათა მამათა - ვ.