2007 წ. 1 ნოემბერს საქართველოში ათონის წმინდა მთიდან კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა. ხატი კარიესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სენაკის მოღვაწეებმა - მღვდელმონაზონმა ეფრემმა და ბერმა ტიმოთემ ჩამოაბრძანეს. კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი "ოდიგიტრიად" წოდებული ხატის ასლია. "ოდიგიტრია " ქართულად გზამკვლევს ნიშნავს და ეს ხატი ადამიანებს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში ეხმარება. კოლხეთის ღვთისმშობელი ფაქტობრივად ახალი ხატია, რადგან „ოდიგიტრიის“ ასლს დართული აქვს 16 მცირე ზომის ხატი, რომელზეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანესი წმინდანებია გამოსახული.