უკან დაბრუნება

ლიტ. - კოლ. 261 დას. IV, 10-18. ლკ. 73 დას. XIII, 31-35 (პარ.).

კოლ. 261 დას. IV, 10-18

ძმანო, გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანა-ტყუე ჩუენი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაჲსი, - რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ; უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, - და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ. გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა. რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა. გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დიმა. კითხვაჲ არქუთ ლავდიკეთა მათ ძმათა და ნუმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა. და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ. და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო. კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამინ.

ლკ. 73 დას. XIII, 31-35

31. მას დღესა შინა მო-ვინმე-ვიდეს იესუჲსა ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად. 32. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები. 33. რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმსა წარწყმედად. 34. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ! 35. აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.