ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, "ყოველთა მწუხარეთა სიხარული", განდიდდა 1688 წელს: პატრიარქ იოაკიმეს (1674-1690) და, ეფთვიმია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა უკურნებელი სენით. ერთხელ, დილით, ლოცვის დროს, მას მოესმა ხმა: "ეფთვიმია, წადი ჩემი ძის ფერისცვალების ტაძარში; იქ არის ხატი, რომლის სახელია "ყოველთა მწუხარეთა სიხარული". დაე, მოძღვარმა აღასრულოს პარაკლისი წყალკურთხევით და განიკურნები". ეფთვიმიამ, რომელმაც გაიგო, რომ ეს ხატი ნამდვილად იყო მოსკოვში, ფერისცვალების ტაძარში, შეასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბრძანება და განიკურნა. ეს მოხდა 1688 წლის 24 ოქტომბერს (ახალი სტილით 6 ნოემბერს).