უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითება

მღვდელმოწ. დიონისე არეოპაგელისა, ათენელი ეპ., რუსტიკე ხუცისა და ელევთერი დაიკ.  (96). ღირ. იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპ. (VI) ნეტ. ისიხიოს ქორებელისა (VI).  
ლიტ. - ფილ. 241 დას. II, 12-16. ლკ. 25 დას. VI, 24-30. 
მღვდელმოწ. - საქ. 40 დას. XVII, 16-34. მთ. 55 დას. XIII, 44-54. 
  
საღამოს მსახურება: IX ჟამი — მწუხრის ჟამი — სერობის ჟამი. 
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი — ცისკრის ჟამი — I ჟამი. 
დღის მსახურება: III ჟამი — VI ჟამი — საღმრთო ლიტურგია. 


წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესაწაულოდან. 
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. 
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - - - - ჟამნიდან. 


დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.  
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ექვსიანის” (II რანგი) მსახურება.  
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.


IX ჟამი: 
— ტროპარები: აღდგომისა (ჴმა II) და დიდმოწამეთა.  — კონდაკი: დღესასწაულისა.  
მწუხრის ჟამი:  
  
  
— “მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება. 
— “აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.  
— რიგითი კანონი - არ აღესრულება.  
— “უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება I ჴმაზე).  
— “უფალო ღაღად-ვჰყავ”-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:  
- მღვდელმოწამისა - 6 მუხლი (ჴმა I). 
“დიდება” მისივე: “მოვედით ყოველნი...” (ჴმა II).  
“აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა “რვა ხმათა “ (დღისა და “დიდების” ხმის მიხედვით):  “გიხაროდენ მარიამ ღმრთისმშობელო...” (ჴმა II). — შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  
— წარდგომა - დღისა. 
— “სტიქარონსა” ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:  
- “შენდამი აღვიხილენ თვალნი..”  
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...”  
“დიდება” მღვდელმოწამისა: “ყოველივე გონება...” (ჴმა IV).  
“აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა “რვა ხმათა“ (დღისა და “დიდების” ხმის მიხედვით):   “გიხაროდენ შენ ნათლისა ღრუბელო...” (ჴმა IV). — „აწ განუტევე”.  
— შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო”:  
ტროპარი მღვდელმოწამისა: “სიტკბოება ისწავე შენ...” (ჴმა IV). 
„დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა “შვიდეულის დღის განსატევებელი“   ანუ “უმცირესთაგანი” (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით):   “რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...” (ჴმა IV). 
ცისკრის ჟამი:  
  
— „ღმერთი უფალი” (იგალობება IV ჴმაზე).  
ტროპარი მღვდელმოწამისა: “სიტკბოება ისწავე შენ...” (ჴმა IV) 2-გზის. 
„დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა “შვიდეულის დღის განსატევებელი“   ანუ “უმცირესთაგანი” (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით):   “რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...” (ჴმა IV). — რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.  
— რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.  
— წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. 
„დიდება‘‘ “აწ და‘‘ - მისივე. 
ჩასართავები:  
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: “უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა  მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ  განმკურნე მე“. 
- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება  შენდა“. 
— 50-ე ფსალმუნი.  
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)  
  
I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). 
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). 
III კანონი - მღვდელმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). 
— კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ   მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.  
— „უმცირესი” - „უფალსა უგალობდით”. 
— შემდგომად „განძლიერდასა” (III გალობისა):  
- წარდგომა მღვდელმოწ.: „მოქცევასა შინა სიბრძნისასა...” 2-გზის (ჴმა VIII).  “დიდება” “აწ და” მისივე: „გონიერისა მზისა ღრუბელო...”. 
— შემდგომად “ღაღადყავსა” (VI გალობისა):  
- კონდაკი და იკოსი - მღვდელმოწამისა. 
— შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა”. 
— შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა): “ღირს არსი”.  
— „განმანათლებელი” შვიდეულის დღისა. 
„დიდება” მღვდელმოწამისა: “სათნოებათა ფრთითა...”  
“აწ და” მისივე: “რომელმან ცხოვრებისაგან...“ 
— „აქებდით უფალსა ცათაგან” - იკითხება (დასდებლების გარეშე). 
“დიდება” “აწ და” - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...” 
— „დიდებამაღალიანი” - იკითხება. 
— „აღვივსენითსა” ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა,  რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:  
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...”  
- „და იყავნ ნათელი უფლისა...”  
„დიდება” მღვდელმოწ.: “მღუდელთა და მოწამეთა...“  
„აწ და” ღმრთისმშობლისა “რვა ხმათა “ (დღისა და “დიდების” ხმის მიხედვით):  „შენ ზედა დაგვიძს...” (ჴმა II). — „კეთილ არს აღსარებად უფლისა” - 1გზის.  
ტროპარი მღვდელმოწამისა: “სიტკბოება ისწავე შენ...” (ჴმა IV). 
„დიდება‘‘ „აწ და‘‘ ღმრთისმშობლისა “შვიდეულის დღის განსატევებელი”   ანუ “უმცირესთაგანი” - “კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით):  „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...” (ჴმა IV).   ჟამებზე:  
  
— ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა. 
წმ. იოანე ოქროპირის  
საღმრთო ლიტურგია: 

  
— „გამომსახველობითი ანტიფონები”.  
— III აღსავალზე („ნეტარებების” გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:   - მღვდელმოწამის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი   “დიდება” “აწ და”-თი.  
შესვლად:  
  
 ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:  
 ტროპარები: - შვიდეულის დღისა; 
- მღვდელმოწამისა. 
 კონდაკები: - მღვდელმოწამისა; 
„დიდება” - „წმიდათა თანა განუსვენე...” 
„აწ და” - შვიდეულის დღისა. 
  
 ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:  
 ტროპარები: - შვიდეულის დღისა; 
- ტაძრისა; 
- მღვდელმოწამისა. 
 კონდაკები: - შვიდეულის დღისა; 
- მღვდელმოწამისა; 
„დიდება” - „წმიდათა თანა განუსვენე...” 
„აწ და” - ტაძრისა. 
 გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:  
 ტროპარები: - შვიდეულის დღისა; 
- ტაძრისა; 
- მღვდელმოწამისა. 
 კონდაკები: - შვიდეულის დღისა; 
- ტაძრისა; 
- მღვდელმოწამისა; 
 „დიდება” - „წმიდათა თანა განუსვენე...” 
 „აწ და” - “სასოო და შესავედრებელო...”. 
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.  
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმოწამისა.  
  
წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘. მუხლი: “აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად‘‘. წარდგომა (ჴმა VII): “იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებდენ სარეცელთა თვისთა ზედა”. ალილუია (ჴმა V): “აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“. მუხლი: “რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“. 
ალილუია (ჴმა II): “მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით  იხარებდენ “. 
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘. განიცადე: “სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის”. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

 2023 წელი 4 ოქტომბერი სულთმოფენობიდან მე-20 შვიდეული 17 ოქტომბერი    
 ძველი სტილით სამშაბათი ახალი სტილით   ხსენება:  
მოწ. ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწ. იეროთეოსისა, ათენელი ეპ. (I); მოწ. გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწ. პეტრე კაპეტოლიელისა  (III-IV); მოწ. დომნინასი და ასულთა მისთა - ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი  (პროსდოკიასი) (305-306); ღირ. ამონისა (დაახ. 350); ღირ. პავლესი (IV); მოწ. დავიკტისა  (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV). 
  
ლიტ. - ფილ. 242 დას. II, 16-23. ლკ. 27 დას. VI, 37- 45 (სამშ.). 
 - ფილპ. 243 დას. II, 24-30. ლკ. 28 დას. VI, 46 - VII, 1 (ოთხშ.). 
მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ლკ. 67 დას. XII, 32 - 40. 
  
საღამოს მსახურება: IX ჟამი — მწუხრის ჟამი — სერობის ჟამი. 
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი — ცისკრის ჟამი — I ჟამი. 
დღის მსახურება: III ჟამი — VI ჟამი — საღმრთო ლიტურგია. 
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა). კვირის ციკლისა - - - - - - - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან. 
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - - - - - - ჟამნიდან. 
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.  
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის” (III რანგი) მსახურება.  შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  IX ჟამი: 
— ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა. 
  
  
მწუხრის ჟამი:  
  
— „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება. 
— „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.  
— რიგითი კანონი - მე-18.  
— „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე). 
— „უფალო ღაღად-ვჰყავ” -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: 
 - მღვდელმოწამისა - 6 მუხლი (ჴმა IV).  
“დიდება” მისივე: “სამღვდელოითა კუართითა...” (ჴმა IV). 
“აწ და” ღმრთისმშობლისა “დოგმატიკონი” (“დიდების” ხმის მიხედვით): 
 “რომელი იგი შენ მიერ...” (ჴმა IV). 
— შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  
— წარდგომა - დღისა. 
— “სტიქარონსა” ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა (თავისი ჩასართავებით).

 “დიდება” მისივე: “ყოველივე გონება შენი...” (ჴმა III). 
 “აწ და” ღმრთისმშობლისა “აღდგომისა” (“დიდების” ხმის მიხედვით):   “უთესლოდ მუცლად იღე...” (ჴმა III). 
— „აწ განუტევე”.  
— შემდგომად „მამაო ჩვენო” -სი:  
 ტროპარი მღვდელმოწამისა.: “საქმით მიემსგავსე...” (საზოგადო) (ჴმა IV).   „დიდება” „აწ და” ღმრთისმშობლისა “აღდგომის განსატევებელი” (ტროპრის ხმის  მიხედვით): “რომელი საუკუნითგან...‘‘ (ჴმა IV). 
  
  
  
ცისკრის ჟამი:  
  
— „ღმერთი უფალი” (იგალობება IV ჴმაზე).  
 ტროპარი მღვდელმოწამისა: “საქმით მიემსგავსე...” (ჴმა IV) 2-გზის.  
 „დიდება” „აწ და” ღმრთისმშობლისა “აღდგომის განსატევებელი” (ტროპრის ხმის  მიხედვით): “რომელი საუკუნითგან...‘‘ (ჴმა IV). 
— რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.  
— I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.  
— წარდგომები შემდგომად I და II სტიხოლოღიებისა: მღვდელმოწამისა.  „დიდება” „აწ და” იგივე. 
— III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება. 
— წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა: პარაკლიტონიდან.  
 „დიდება”„აწ და” მისივე.  
— 50-ე ფსალმუნი. 
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)  
  
I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის). 
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). 
III კანონი - მღვდელმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). 
— კატავასია: “აღაღე პირი ჩემი...”.  
— „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა”. 
— შემდგომად „განძლიერდასა” (III გალობისა): 
 - წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღვდელმოწამემან...” (ჴმა IV).  „დიდება”“აწ და” მისივე: „უღმრთოებისა საცთური...” (ჴმა III). 
— შემდგომად „ღაღადყავსა” (VI გალობისა):  
 - კონდაკი მღვდელმოწამისა: “მღვდელთა შორის...” (საზოგადო) (ჴმა IV).  შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც  უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში  
იგი მითითებული არ არის.  
— შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა”. 
— შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა):  
— „განმანათლებელი” მღვდელმოწამისა: “აზნაურებასა საღმრთოსა...” 
 „დიდება” “აწ და” იგივე. 
— “ყოველი სული” - იგალობება. 
— „აქებდითსა” ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა - 4 მუხლი.  
“დიდება” მისივე: “მრავალი ნაყოფი გამოიღე...” (ხმა I). 
“აწ და” ღმრთისმშობლისა: “ღმრთისმშობელო ქალწულო...” (იხ. III ჟამი).  
— „დიდებამაღალიანი” - იგალობება.

 ტროპარი მღვდელმოწამისა: “საქმით მიემსგავსე...” (ჴმა IV).  
 „დიდება” „აწ და” ღმრთისმშობლისა “აღდგომის განსატევებელი” (ტროპრის ხმის  მიხედვით): “რომელი საუკუნითგან...‘‘ (ჴმა IV). 
  
 ჟამებზე:  
— ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.  
  
  
 წმ. იოანე ოქროპირის  
 საღმრთო ლიტურგია:  
  
— „გამომსახველობითი ანტიფონები”.  
— III აღსავალზე („ნეტარებების” გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:   - მღვდელმოწამის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი   “დიდება” “აწ და”-თი.  
შესვლად:  
  
 ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა:  
 ტროპრები:
- ტაძრისა; 
 - მღვდელმოწამისა. 
 კონდაკები: “დიდება” - მღვდელმოწამისა; 
 “აწ და” - ტაძრისა. 
  
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:  
 ტროპარები:
- მღვდელმოწამისა;  
 - ტაძრისა. 
 კონდაკები: - ტაძრისა;  
 „დიდება” - მღვდელმოწამისა;  
 „აწ და” - “სასოო და შესავედრებელო...”. 
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.  
სამოციქულო და სახარება - დღისა, ოთხშაბათისა და მღვდელმოწამისა.  
 
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“. მუხლი: “შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“. 
წარდგომა (ჴმა VII): “იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებდენ სარეცელთა თვისთა ზედა “. ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა  განმრავლდეს“.  
მუხლი: “შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“. 
ალილუია (ჴმა II): “მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით  იხარებდენ “. 
განიცადე: “სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის”  (განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა ერთმანეთს ემთხვევა).