ებრ. 331 დას. (შუათგან), XII, 6-13, 25-27
რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ?
რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა. ყოველივე სწავლაჲ მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკუანაჲსკნელ ნაყოფი მშჳდობისაჲ მის მიერ წურთილთა მათ მოაგის - სიმართლე. ამისთჳს დაშთომილნი ჴელნი და დაჴსნილნი მუჴლნი აღემართენით და ალაგნი მართლ ყვენით ფერჴთა თქუენთანი, რაჲთა არა მკელობელი იგი დაეცეს, არამედ უფროჲსღა განიკურნოს.
ეკრძალენით, ნუუკუე იჯმნათ მეტყუელისა მისგან. რამეთუ უკუეთუ იგინი ვერ განერნეს, რომელთა ქუეყანასა ზედა იჯმნეს ბრძანებისაგან, რაოდენ უფროჲს ჩუენ, უკუეთუ ზეცისასა მას გარე-მოვექცეთ, რომლისა ჴმამან ქუეყანაჲ შეძრა მაშინ, და აწ აღუთქუამს და იტყჳს: მერმე ერთ-გზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაჲ, არამედ ცანიცა. ხოლო ესე „მერმე ერთ გზისღა“ აუწყებს შეძრულთა მათ ცვალებასა, ვითარცა ქმნულთასა, რაითა ეგოს შეუძრველი იგი.
მთ. 27 დას. VIII, 23-27
და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?