უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  საზიარო თვენიდან (მოწამეთა). 
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - - - - - - - ჟამნიდან.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
IX ჟამი:
  
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და წმ. მამათა.
_ კონდაკი: აღდგომისა.


მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ჴმაზე).     
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: 
- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა III).
- მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა VIII).  
      `დიდება“ მოწამეთა: ,,მხედრობა საღმრთო...“ (ჴმა V).
      ,,აწ და“ ღმრთისმშობლისა `რვა ხმათა“ (დღისა და `დიდების“ ხმის მიხედვით):      
                                      `საშინელი, დიდებული და დიდი...“ (ხმა V).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.    
_ წარდგომა - დღისა.    
_ ,,სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, 

რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    
- ,,შენდამი აღვიხილენ თვალნი...“      
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“    
,,დიდება~ მოწამეთა: ,,მოვედით, კრებულნო...“ (ჴმა VII).
,,აწ და~ ღმრთისმშობლისა `რვა ხმათა“ (დღისა და `დიდების“ ხმის მიხედვით):     
                               `ანგელოზისა თანა, გიხარონდსა...“ (ხმა VII).
_ „აწ განუტევე“.             
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:         
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა `შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ `უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): ,,რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ჴმა IV).


ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). 
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა `შვიდეულის დღის განსატევებელი“  
                    ანუ `უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): 
                      ,,რომელი აღიზარდე ტაძარსა...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება~ ,,აწ და~ - მისივე.
ჩასართავები: 
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: ,,უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.
- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.
- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ 50-ე ფსალმუნი. 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ
                   მოწამეთა კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): 
      - წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა VIII). 
 ,,დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): 
 - კონდაკი მოწამეთა: `მხნეთა მოწამეთა...“ (ჟამნიდან).
   შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. 
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): ,,ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.     
     „დიდება“ მოწამეთა: `ღმრთისმსახურებისა სვეტთა...~
      `აწ და~ - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
,,დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა,        რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“ 
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა III).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.
ტროპარიMმოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა `შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ `უმცირესთაგანი“ - ,,კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): ,,ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ჴმა IV).
   
    ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა. 
 

წმ. იოანე ოქროპირის
საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები~ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“ 

შესვლად:

  ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
 ტროპრები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- მოწამეთა.
 კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- მოწამეთა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ - ტაძრისა.
    
  ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
 ტროპრები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა.
 კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- მოწამეთა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ - `სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.

წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘.
მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად‘‘.
წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქყეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ჴმა VI): `ხმობდეს მართალნი და უფლმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘.
განიცადე: `იხარებდით მართალნი უფლსა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა~.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -