უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოციქულისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - - - - - ჟამნიდან.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
IX ჟამი:
  
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.  

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ‘‘ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა‘‘ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18. 
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ (იგალობება III ჴმაზე).     
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ‘‘ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:    
    - შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა III).
- მოციქულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).  
`დიდება~ მოციქულისა: ,,მზისა უმცხინვარესად...~ (ჴმა VII).
`აწ და~ ღმრთისმშობლისა `რვა ხმათა~ (დღისა და `დიდების~ ხმის მიხედვით):     
                                 `გიხაროდენ გონიერისა მზისა...~ (ჴმა VII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.     
_ წარდგომა - დღისა.    
_ ,,სტიქარონსა~ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა,    რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    
- `შენდამი აღვიხილენ თვალნი...~      
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...~    
,,დიდება~ მოციქულისა: ,,ვითარცა მზისთვალმან...~ (ჴმა VIII).
`აწ და~ ღმრთისმშობლისა `რვა ხმათა~ (დღისა და `დიდების~ ხმის მიხედვით): 
                              `გიხაროდენ სიქადულო ყოვლისა...~ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „მამაო ჩვენო~-სი:        
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...~ (ჴმა IV).
„დიდება~ „აწ და~ ღმრთისმშობლისა `შვიდეულის დღის განსატევებელი~ ანუ  `უმცირესთაგანი~ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): `ღმრთისმშობელსა ლმობიერად შევურვდეთ...~ (ჴმა IV).

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი‘‘ (იგალობება IV ჴმაზე). 
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...~ 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება~ „აწ და~ ღმრთისმშობლისა `შვიდეულის დღის განსატევებელი~ ანუ  `უმცირესთაგანი~ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): `ღმრთისმშობელსა ლმობიერად შევურვდეთ...~ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.  
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება~ ,,აწ და~ მისივე.
ჩასართავები: 
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: ,,უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“.
- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „მიწყალე მე ღმერთო, რამეთუ უძლურ ვარ განმკურნე მე“.
- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა~.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მოციქულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ
    მოციქულის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
_ „უმცირესი~ - „უფალსა უგალობდით~.
_ შემდგომად „განძლიერდასა‘‘ (III გალობისა): 
      - წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...~ (ჴმა IV). 
 ,,დიდება~ ,,აწ და~ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა‘‘ (VI გალობისა): 
- კონდაკი მოციქულისა: `ყოვლადსაკვირველი წარმართთა...~ (ჴმა IV). 
        შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახ-ერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. 
_ შემდგომად „აკურთხევდითსა~ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა~.
_ შემდგომად „ადიდებდითსა~ (IX გალობისა): `ღირს არსი~.
_ `განმანათლებელი~ შვიდეულის დღისა.    
„დიდება~ მოციქულისა: ,,შენ ვენახისა...“.
`აწ და~ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან~ - იკითხება (დასდებლების გარეშე).    
„დიდება~ „აწდა~ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი~ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა~ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა,        რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...~ 
- „და იყავნ ნათელი უფლისა...~
„დიდება~ „აწდა~ ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა III).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა~ - 1 გზის.
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...~ (ჴმა IV).
„დიდება~ „აწ და~ ღმრთისმშობლისა `შვიდეულის დღის განსატევებელი~ 
               ანუ `უმცირესთაგანი~ - `კეთილ არსზე~ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო...~ (ჴმა IV).

                          ჟამებზე: 
 
_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა. 

     წმ. იოანე ოქროპირის
საღმრთო ლიტურგია:

_ „აღსავალნი ყოველთა დღეთანი~ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...~
                                
შესვლად:

     ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები:  - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- მოციქულისა.
კონდაკები:  - შვიდეულის დღისა;
- მოციქულისა;
„დიდება~ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწდა~ - ტაძრისა.

       ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოციქულისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოციქულისა;
„დიდება~ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწდა~ - `სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა. 
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა. 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: `შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ჴმაVIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი~.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
მუხლი: `შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო~.
განიცადე: `სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის~.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი~.