უკან დაბრუნება

ლიტ. - 1 თეს. 265 დას. II, 9-14. ლკ. 80 დას. XVI, 1-9.

1 თეს. 265 დას. II, 9-14

ძმანო, მოიჴსენენით, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა. ამისთჳს ჩუენცა ვჰმადლობთ ღმერთსა მოუკლებელად, რამეთუ მიიღეთ თქუენ სიტყუაჲ იგი სმენისა ღმრთისაჲ ჩუენ მიერ და შეიწყნარეთ არა თუ სიტყუაჲ კაცთაჲ, არამედ ვითარცა არს ჭეშმარიტად სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელიცა-იგი შეწევნასა აჩუენებს თქუენ შორის მორწმუნეთა მაგათ. რამეთუ თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს ქრისტე იესუჲს მიერ.

ლკ. 80 დას. XVI, 1-9

1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? 6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. 7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. 8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.