1 თეს. 268 დას. III, 9-13
რამეთუ რომელსა-მე მადლობასა შემძლებელ ვართ მიცემად ღმრთისა თქუენთჳს ყოველისა მისთჳს სიხარულისა, რომლითა გჳხარის თქუენთჳს წინაშე ღმრთისა ჩუენისა. ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა და განმტკიცებად დაკლებული იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ. ხოლო თავადმან ღმერთმან და მამამან ჩუენმა და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან წარჰმართენ გზაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ. ხოლო თქუენ უფალმან გარდაგრიენ და გარდაგმატენ სიყურულითა ურთიერთარს და ყოველთა მიმართ, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა მიმართ, განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა.
ლკ. 87 დას. XVII, 26-37
26. და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მით ძისა კაცისათა: 27. ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი. 28. და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს; 29. და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბაჲ ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი. 30. ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს. 31. მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარე-მოიქცევინ კუალად. 32. მოიჴსენეთ ცოლისა მის ლოთისი. 33. რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი. 34. გეტყჳ თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს. 35. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. 36. [ორნი იყვნეს ველსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს]. 37. და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს.