უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკრი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლისა - - - - - - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი” (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმთავრისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ “ნეტარ არს კაცი” - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება ჴმაზე).              

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:  მოციქულისა - 6 მუხლი (ჴმა VIII). „დიდება“ მისივე: „მოციქულო უფლისაო...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): ,,ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა  VI).

_ შესვლა საცეცხლურით.         

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 მოციქულისა (საზიარო თვენიდან).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა V). „დიდება“ მისივე: ,,ყოვლად-ბრძენო მონადირეო...“ (ჴმა VI), „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „დიდსა ნიჭსა...“.

_ „აწ განუტევე~.                                          

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:                         

- ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ლუკა...“ (ჴმა III).

 „დიდება„ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ჴმაზე).

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ლუკა...“ (ჴმა III) 2-გზის. „დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულისა. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“  შემდგომად  „სადიდებელისა“:  ,,საღმრთოითა  სიტყვათა...“.  „დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): ,,ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა IV).

მუხლი: ,,ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა ლუკასითა...“,            

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- ,,შენ უფალო ძალთაო...“ (საზიარო თვენიდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოციქულისა: „ვითარცა პავლეს...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ მისივე:  ,,გონიერისა მზისა...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - მოციქულისა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „ლუკა, ქრისტეს...“. „დიდება“ მისივე: ,,ვითარცა მოწაფესა...“, “აწ და“ მისივე: ,,გამოუთქმელად მშობელ...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მოციქულისა: 4 მუხლი. „დიდება“ მისივე:  „სიტყვისაებრ დავით...“ (ჴმა VIII), „აწ და“ მისივე: ,,დედოფალო შეიწირე ვედრება...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ლუკა...“ (ჴმა III). „დიდება“„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): ,,შენ შუამდგომელსა...“ (ჴმა III).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - მოციქულის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი  ,,დიდება“, ,,აწ და“ -თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;  მოციქულის.  კონდაკები: „დიდება“ - მოციქულის; „აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა; - მოციქულის.  კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოციქულის; „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.

 

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (ჴმა VIII): ,,ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ჰყუაოდიან“.

ალილუია (ჴმა II): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.