უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).

კვირის ციკლისა - - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა  - - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_  ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9 (რომელიც დატევებულ იქნა სამშაბათს ცისკრად).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა IV). - წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი. „დიდება“ მისივე: „გიხაროდენ ჭურო...“ (ჴმა V), „აწდა“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმისა) (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“

- „მიწყალენ ჩვენ უფალო...“  

„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „დიდებისა უოხჭნოისა...“ (ჴმა V), „აწდა“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმისა) (ჴმა V).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:                           

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II). „დიდება“ „აწდა“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ჴმა II).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II) 2გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.

_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

- შემდგომად III სტიხოლოღიის წარდგომისა: „დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა“.

_ 50-ე ფსალმუნი

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის)  - 6 მუხლად.

II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.

III კანონი - წინასწარმეტყველისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ  წინასწარმეტყველის კანონის ძლისპირები.

_ „უმცირესი“ – „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა წინასწარმეტყველისა: ,,იქმენ უბიწოო...“ (ჴმა IV). ,,დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

  - კონდაკი წინასწარმეტყვ: „ვითარცა დიდსა...“ (ჟამნიდან) (ჴმა III).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. ,,დიდება“ წინასწარმეტყველისა: ,,ღმრთისა სიბრძნე...“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).  „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

„დიდება“ „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა IV).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა...“ (ჴმა II). „დიდება“ „აწდა“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - წინასწარმეტყველისა. 

                            

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა; - რიგის წმიდისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - რიგის წმიდისა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

 ტროპარები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - რიგის წმიდისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - რიგის წმიდისა; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - რიგის წმიდისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა. - რიგის წმიდის; „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“ „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.

 

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: ,,რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.

წარდგომა (ხმა IV): „შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეეკისსა“.

ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.

მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.

ალილუია (ჴმა V): „მოსე და აარონ მღვდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“

განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.