ებრ. 318 დას. (შუათგან) VIII, 3-7
რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, ვინაჲცა უღირს მასცა, რაჲთა აქუნდეს რაჲმე, რომელი-იგი შეწიროს თავისა თჳსისათჳს. რამეთუ უკუეთუმცა იყო ქუეყანასა ზედა, არამცა იყო მღდელი, ყოფილთა მათ მღდელთა შემწირველთა, მსგავსად შჯულისა, მსხუერპლთა, რომელნი-იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებენ ზეცისაჲსა მას, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოიღო მოსე საქმესა მას კარვისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იხილე და ქმენ ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუენეს შენ მთასა ზედა. ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა შუა-მდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა შჯულ-დებულ არს. რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაჲ მის საძიებელ იყო ადგილი.
ლკ. 45 დას. XII, 8-12
ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.