უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - თვენიდან.

კვირის ციკლისა - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - -  ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “ექვსიანის” (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” 3-გზის - იკითხება.     

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.                  

_ რიგითი კანონი - მე-18

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:  - ღირსისა - 6 მუხლად (ჴმა I). „დიდება‘‘ მისივე: „სიჩოთგან შენით...“ (ჴმა II), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა: „ძელისა ჯუარსა დამსჭვალული...“

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ ,,სტიქარონსა‘‘  ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“     

- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“       

 ,,დიდება‘‘ ღირსისა: ,,სულითა წმიდითა...“ (ჴმა VIII), „აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა: „ტარიგი უბიწო...“                   

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,ტარიგი მწყემსი...“ (ჴმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ,,ტარიგი მწყემსი...“ (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.   

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.

 „დიდება“ ,,აწ და“ - მისივე.

 ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის, მოწამეთა ტროპრების გარეშე).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და  IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: ,,ანტონი ღმერთშემოსილისა...“ (ჴმა VIII). ,,დიდება‘‘ ,,აწ და‘‘ ჯვარღმრთისმშობლისა: „ტარიგსა და მწყემსსა...“ 

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):                                               

 - კონდაკი ღირსისა: ,,ვითარცა მნათობსა...“ (ჴმა III).

 - იკოსი ღირსისა: ,,ტრფიალ იქმენ საღმრთოთა...“ (ჴმა III).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა. „დიდება“ ღირსისა: ,,ვნებასა სოფლიერსა...“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:    

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“

- „და იყავნ ნათელი უფლისა...“

 „დიდება“ ღირსისა: ,,მყუდრო და წმიდა...“

„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა მისივე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ნაყოფი მუცლისა შენისა...“ (ჴმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

   წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_  „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

პარაკლიტონიდან _ 4 მუხლი;

ღირსი მამის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი.

შესვლად: 

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“, - ღირსისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ღირსისა; - „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“; - „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

შენიშვნა: პარასკევს, მაცხოვრის ტაძრის ტროპარ-კონდაკი არ ითქმის.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

 ტროპარები: - შვიდეულის დღისა, პარასკევისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ - ტაძრისა; - ღირსისა.  კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ღირსისა; - „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“; - „აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

 ტროპრები: - შვიდეულის დღისა, - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - შვიდეულის დღისა; - ტაძრისა; - ღირსისა; - „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“; - „აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

              

წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. 

მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.

მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან, ჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“.

განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.