წმინდა მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა V საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა წმიდანმა წარმართულ საკერპოში ცრუღვთაებათა ქანდაკები შემუსრა და სირიის აპამეის ეპისკოპოსის კურთხევით ქალაქის მახლობლად წმიდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომ აპამეაში მოსახლე წარმართებმა შეიტყვეს, ნეტარ ანტონის ღამით შეეჭრნენ სახლში და მახვილებით აჩეხეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.