უკან დაბრუნება

ლიტ. - 2 თეს. 276 დას. II, 13 - III, 5. ლკ. 100 დას. XX, 9-18.

2 თეს. 276 დას. II, 13 - III, 5

ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაჲ ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაჲთა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაჲთა, რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა. ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაჲ საუკუნოჲ და სასოებაჲ კეთილი მადლითა მით, ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა სიტყჳთა და საქმითა კეთილითა.

ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ, და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ. ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან. ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა. ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.

ლკ. 100 დას. XX, 9-18

9. და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა მრავალთა ჟამთა. 10. და ჟამსა თჳსსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი. 11. და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი. 12. მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი. 13. და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ. 14. ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი. 15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან? 16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ. 17. ხოლო თავადმან მან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა? 18. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.