უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება  - თინათინ  მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ღმრთისმშობლის ხატის “ყოველთა მწუხარეთა სიხარულის” დაუჯდომლის მიხედვით.

კვირის ციკლისა - - - - - - - -  პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - -  - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს “დიდებამაღალიანის” (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა V) და მოციქულისა.

_ კონდაკი: მოციქულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).         

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:           

- ხატისა - 6 მუხლი (ჴმა V):

„ანგელოსი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისად: გიხაროდენ, კურთხეულო დედათა შორის, წინაითგანჩინებულო დედად ქრისტეისა, ძისა ღმრთისაისა. ამისთვის ჩუენცა, ცოდვათა შინა შთაფლულნი და ცხორებისა სასოებისა შენ მიერ მომხვეჭელნი, გულითა შემუსრვილითა ლმობიერად გიღაღადებთ და მოგიძღუნით გიხაროდენსა“  2-გზის.

„მხედველნი ესეოდენთა საკვირველებათა, წმიდათაგან ხატთა შენთა აღმომდინარეთა, სახიერო ღმრთისმშობელო, გულისხმა-ვჰყოფთ, თუ ვითარი შემწე ხარ მლოცველთა შენთა, მეოხი ჭირვეულთაი, სასოებაი უსასოთაი, ნუგეში მწუხარეთაი, მოპოვნებაი წარწყმედულთაი, მასაზრდოებელი მშიერთაი, შემმოსველი შიშველთაი, კეთილკრძალულებაი ქალწულთაი, წინამძღუარი უცხოთაი და მწირთაი, თუალისა აღხილვაი ბრმათაი, კეთილსმენაი ყრუთაი და კურნებაი სნეულთაი, და ქებით შეგასხამთ შენ და მადლობასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია“ 2-გზის.

„მსურველნი საიდუმლოისა ამისა წვდომისა - მწუხარებასა შინა დანთქმულთა მფარველობისა, შენდა მომართ მოვივლტით, დედაო და ქალწულო, ხოლო შენ ვითარცა სახიერმან, გვასწავე ჩუენ გულისხმის-ყოფაი განგებულებისა ძისა შენისა, სახიერისა და მოწყალისა, საცხოვნებელად სულთა ჩუენთა და განსაწმედელად მრავალთა შეცოდებათა ჩუენთაგან, რაითა სიხარულითა გხადოდეთ შენ“ 2-გზის.

„დიდება“ მისივე: „ზესთამბრძოლსა ჩუენსა და წინამბრძოლსა უძლეველსა, ვითარცა ხსნილნი საუკუნოისაგან სიკუდილისა, მადლითა შენგან შობილისა ქრისტეის, ღმრთისა ჩუენისა და დედობრივითა მეოხებითა შენითა წინაშე ძისა შენისა, სამადლობელსა შევსწირავთ შენდა მომართ მონანი შენნი, ხოლო შენ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, წარწყმედულთა მომპოვნებელო და ყოველთა მწუხარეთა სიხარულო“!

„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმისა): „ზღუასა მას ზედა...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.  

_ წარდგომა - დღისა.  

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით):

„გაქუს რაი გამოუთქმელი იგი სიმდიდრე მოწყალებისაი, ღმრთისმშობელო, ყოველთა მგლოვარეთა და მწუხარეთა აღუპყრობ ხელსა შეწევნისასა, ვნებათა განაგდებ და ჰკურნებ უძლურებათა, ამისთვის გევედრებით: ნუ მომიძაგებ მეცა, მდებარესა სარეცელსა ზედა უძლურებისა ჩემისასა და შენდა მღაღადებელსა“.

მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“.

„გესმა რა, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო, წინაისწარმეტყველებაი მართლისა სვიმეონისა: `მახვილი განვიდეს თვით შენსაცა სულსა~, დაიმარხევდი ყოველთა სიტყუათა ამათ გულსა შინა თვისსა და გულისხმაყოფდი, თუ ვითარ მრავალთა მწუხარებათა თანაშეერთვის სოფელსა ამას სიხარული დედათა ყრმათათვის მათთა. ამისთვის, ჩუენცა, უფროისად განცდილნი ყოველთაგან საცთურთა და თანავნებულნი დედათა მწუხარებისა, გიღაღადებთ შენ ძალისაებრ ჩუენისა“.

მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.

„ნიშნად შენისა წინამძღოლობისა, ჩვენ სოფლისა ამის გზისა მავალთა გვეცხადები ღმრთისა დედაო, სვეტითა ცეცხლისათა, რათა ჩვენ შეცდომილთა მიგვიძღვე საუკუნეთ საყოფელთად“.

„დიდება“ „აწ და“ მისივე:

„გხედვიდა რაი შენ, უბიწოო, წინაშე ჯუარისა  მდგომარესა საყუარელისა მოწაფისა თანა, რომელი გულითა ჯვარცმულ-იყო უფლისა თანა, ძეი შენი და ღმერთი ჩუენი, გეტყოდა შენ: „დედაკაცო, აჰა ძეი შენი!“ და მოწაფესაცა მას ეტყოდა: „აჰა, დედაი შენი!“, რამეთუ ყოველნი მორწმუნენი თვისნი ძედ შენდა გვყო, ხოლო ჩუენ, ვითარცა თანამოზიარეთა მწუხარებათა და ვნებათა ძისა შენისათა, გვივი შენ - დედაი სახიერი, რომლისა მიმართ ყოველი სასოებაი დაგვიძს მწუხარებათა შინა, და შეგასხამთ ქებასა ამას ქებათასა“ (ჴმა VIII).

_ „აწ განუტევე“.                                          

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:                          

ტროპარი ხატისა: „ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღმრთისმშობელსა მარადის აღმომდინარესა წყაროსა გულმოწყალებისასა მიველტვით კაცნი ყოველნი: მღუდელნი და მონოზონნი, დედანი და მამანი, პირმშონი, სნეულნი და კურნებულნი, სინანულითა მგალობელნი და ლმობიერად მხმობელნი: დედუფალო, შეწევნაი შენი ცოდვილთა მონათა ამათ შენთა ზედა გარდამომივლინე, ვითარცა სახიერი დიდებაი შენი, მარადის ისწრაფე შეწყალებად ჩუენდა, ითხოვე განწმედაი სულთა და ხორცთა ჩუენთა, ცხორებისა წყაროისა ჩუენისა - ღვთისაგან, რომელიცა შევ მხოლოო კურთხეულო!“ (ჴმა IV) 1გზის.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი ხატისა: „ყოვლადწმიდასა ქალწულსა...“ (ჴმა IV) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა: ხატისა:

„მრავალთა ჭირთა და ღელვასა განსაცდელთასა მოუცავ მე და დავითმენ ღელვაგვემულებასა, ხოლო შენ, ვითარცა მოწყალემან დედამან მაცხოვარისა და ღმრთისა ჩუენისამან, განიპყარ ხელი შენი ძისა მიმართ შენისა და ევედრე მას, რაითა მოჰხედოს მწუხარებასა გულისა ჩემისასა და აღმომიყვანოს მე სიღრმითგან სასოწარკვეთილებისა, რაითა ვღაღადებდე მისა მიმართ: ალილუია“.

„დიდება“ ,,აწ და“ - იგივე.

_ წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა: ხატისა:

„ხედვიდი რაი ღმრთეებრივსა სისხლსა ძისა შენისასა, ჯუარსა ზედა დაღვრილსა ჩუენისა ცხორებისათვის, შენ, ვითარცა მხევალმან უფლისამან, მორჩილმან მამისა ზეციერისამან, სახეი ტანჯვათა დათმენისაი გვიჩვენე ჩუენ, რაითა განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი მორჩილად ვუგალობდეთ ღმერთს: ალილუია“.

„დიდება“ „აწ და“- იგივე.

_ III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.

_ წარდგომა შემდგომად III სტიხოლოღიისა: პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ხატისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

შენიშვნა: იმის გამო, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს: „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ არ გააჩნია თავის განგება, საცისკრო კანონად ვიყენებთ პარაკლიტონის ბოლოს მოცემულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საზიარო კანონს "ქუეყანასა მწყურნებსა...“

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):  - წარდგომა ხატისა: ,,მეოხო მხურვალეო და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისა და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, ვედრებით ვჰხმობთ შენდა მომართ, მსვად მეწიენ ჩუენ, დედუფალო ღმრთისმშობელო, და გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო“ (ჴმა I).

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): კონდაკი და იკოსი - ხატისა:

კონდაკი: „ყოველი სიტკბოებაი ამა სოფელსა შინა თანა-ეზიარების მწუხარებასა: დიდებაი მყოვარჟამ ვერ დამკვიდრდების, სიმდიდრეი მსწრაფლად წარხდების, შუენიერებაი და სიმრთელეი დაჭნების, მოყუასთა და თვისთა ჩუენთა სიკუდილი წაგგვრის, გარნა შენ, უბიწოო, ვითარცა მიზეზმან ყოველთა კეთილთამან გვილხინე მწუხარებათა ჩუენთაგან და უხრწნელი სიხარული მოგვმადლე ჩუენ, ღმრთისა მიმართ მღაღადებელთა: ალილუია“.

იკოსი: „რიტორნი მრავლხმანი საგონებელ არიან და არა უწყიან, თუ  ვითარითა სიტყვითა ნუგეშინის-ჰსცენ მგლოვარეთა და ჭირვეულთა, არამედ შენ მოანიჭე, დედოფალო, გულთა ჩუენთა ნუგეშინისცემაი, ნათლითა მადლისა შენისათა განაქარვე ღრუბელნი მწუხარებისაი და უსასოებისა ჩუენისაი, რაითა გიღაღადებდეთ შენ“.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ ხატისა: „ცხორებაი ჩუენი საწუთოსა ამას შინა აღვსებულ არს სალმობითა და მწუხარებითა, ცილისწამებითა, წყინებითა, კიცხევითა და სხუათაცა მრავალსახეთა ჭირთაგან, და დაღაცათუ ხორცი ჩუენი უძლურ არს და სულიცა მოუძლურდების, აწ შეგივრდებით შენ, დედაო ღმრთისაო, წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და გევედრებით: განანათლე სული ჩუენი და სიხარულითა აღავსე მგლოვარე გული ჩუენი, რაითა გიგალობდეთ შენ ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა“.

„დიდება“ „აწდა“ იგივე.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლად:

„ინება რაი კაცთა ნათესავისა ხსნაი საუკუნოისა ტანჯვისა და დაუსრულებელისა მწუხარებისაგან, კაცთმოყვარემან უფალმან სათნოყო დამკვიდრებაი საშოსა შენსა, მარადის ქალწულო, და მოგანიჭა შენ, დედასა თვისსა, მადლი ცოდვითა წარწმედულთა შეწევნისაი და დაცვისაი, რაითამცა იყო შენ ნუგეშინისმცემელ მწუხარეთაი, და მომძიებელი წარწყმედულთაი, რამეთუ გვიხსნი შენ საუკუნოისაგან სატანჯველისა და ზეციერთა მათ შუებათა მიგვიყვანებ ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით ვუღაღადებთ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია“.

„ზღუდე ხარ ქალწულთა, ღმრთისმშობელო ქალწულო, და საფარველსა შენსა ყოველთა შევრდომილთა, ამისთვის გევედრებით შენ: მეოხ-გვეყავ, დაგვიცევ და დაგვიფარე ყოველთა განსაცდელთაგან, განბოროტებათა და ჭირთაგან, რომელნი სიყუარულით გიღაღადებთ შენ“.

„ყოვლად ლმობიერსა გალობასა მოგიძღუნით შენ, ღმრთისმშობელო, ვითარცა ყოვლადძლიერსა მეოხსა და მფარველსა ნათესავისა ჩუენისასა და გევედრებით დააცხრვე სალმობაი შევედრებულთა შენდა, უკუნ-აქციე რისხვაი ღმრთისა ჩუენისაი, რომელი სამართლად მოიწევის ჩუენ ზედა ცოდვათათვის ჩუენთა, და გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან მძვინვარისა ჭირისა და წარწყმედისაგან, რომელნი შენ მიერ ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია“.

„ლამპარი ნათლისა აღმომაცენებელი და მადლითა ღმრთისაითა ბრწყინვალედ აღნთებული გამოგვიჩნდა ჩუენ,- რომელ არს ყოვლადწმიდაი ხატი შენი, დედოფალო,- განსაწმედელად და ნუგეშინისსაცემელად ჩუენდა, ვინაიცა სიყუარულითა თაყუანის-ვჰცემთ მას და სარწმუნოებითა მისდა მილტოლვილნი ვღაღადებთ წადიერად”.

„დიდება“„აწ და“ ხატისა: „სხივმფინარი მადლი გამოგვიბრწყინდა ჩუენ ყოვლად საკვირველისა ხატისა შენისაგან, დედაო მაღლისაო, რომლისა წინაშე ცრემლთა დენითა მოგეახლებით და გევედრებით: განფანტე ღრუბელი განსაცდელთა, მოწევნული ჩუენ ზედა, რაითა უვნებელად დაცულნი გნატრიდეთ შენ და შეგითხზვიდე გვირგვინსა ამას ქებისასა”.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ხატისა: „ყოვლადწმიდასა ქალწულსა...“ (ჴმა IV) 1-გზის.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ხატისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:  - ხატის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი  „დიდება“ „აწ და“-თი.

 

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

 ტროპარები: ტაძრისა; ხატისა. კონდაკები:  „დიდება“ - ტაძრისა, „აწ და“ - ხატისა.

 

 ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

 ტროპარი: - ხატისა; კონდაკი:  „დიდება“ „აწ და“ - ხატისა;

 

 გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

 ტროპარები: - ხატისა, ტაძრისა; კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა; „აწ და“ ხატისა.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ხატისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘.

მუხლი: ,,აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად‘‘.

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ .

ალილუია (ჴმა V): ,,აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: ,,რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი".

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა‘‘.

განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.